სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არა ბარბარიზმებს!“​ - კარბის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-04-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „არა-ბარბარიზმებს!“ განხორციელდა. 

პროექტის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გვანცა გვიმრაძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობის, დამწერლობის სახეების შესახებ, თავად წარმოადგინეს პრეზენტაციები, წარმოთქვეს ლექსები, დაამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტები, პოსტერები, შექმნეს ხელნაწერი წიგნები, კედლის გაზეთები, ბოლოს სიმბოლურად გამართეს შეჯიბრება: „ვინ მეტ ბარბარიზმს გაუშვებს ნაგვის ურნაში“. 

პროექტი უდავოდ საინტერესო და მოცულობითი იყო, მასში საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები

„დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა -  ნათია ელიკაშვილმა, ეკატერინე რაზმაძემ, ოლია საღირაშვილმა და იზოლდა ჩალაურმა კალიგრაფიის კონკურსი ჩაატარეს, მოაწყვეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და წარმატებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.

გამოფენა მხატვრულად გააფორმა ხელოვნების მასწავლებელმა ნათია თევდორაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება