სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოსა და მსოფლიოში ქალთა პრობლემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს
09-03-2018
-
+


საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) დამალის საჯარო სკოლაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება „ახალგაზრდები თანასწორობისთვის“ გამართა.

დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქალთა პრობლემებზე საქართველოს და მსოფლიოში.  პრეზენტაციების დასრულების შემდეგ GDI -ის იურისტებთან ერთად ისაუბრეს ქალთა უფლებების ისტორიაზე მსოფლიოში და საქართველოში, ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

GDI -ის იურისტებმა დამსწრე საზოგადოებას გადასცეს ბროშურები: „ქალი და საკუთრება“ და „ქორწინება შენი უფლებაა“ ქართულ და სომხურ ენებზე და ასევე მსურველებს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია სხვადასხვა საკითხებზე.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ახორციელებს USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity-ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება