| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით, რა დროსაც 6 წლის ბავშვი დაშავდა, ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯი დაფაროს.
„ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ ტერიტორაიზე არსებულ საკონცერტო დარბაზში მოხდა ინციდენტი, კერძოდ, მესამე სართულზე არსებულ დარბაზის მოსაცდელში დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან არასრულწლოვნი ჩავარდა მეორე სართულზე ჩამავალ კიბეებზე, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადატანა და მოაჯირის ქვეშ გამოთავისუფლდა ადგილი, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და ჩავარდა დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან. საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯის დაფარვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება