სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 მარტი განსხვავებულად აღნიშეს
08-03-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 მარტი განსხვავებულად აღნიშნეს. სამუშაო დღის დაწყებისთანავე უნივერსიტეტის ფოიეში თაიგულებით ხელდამშვენებული სტუდენტები გამოჩნდნენ. მათ უნივერსიტეტის თანამშრომელ ქალბატონებს ქალთა დღე, 8 მარტი ყვავილებითა და საკუთარი ხელით დამზადებული ბარათებით მიულოცეს. 

უფრო დიდი სიურპრიზი უნივერსიტეტის დამლაგებელ ქალბატონებს ელოდათ, რომლებიც რექტორთან იყვნენ დაბარებულები. ზურაბ ხონელიძე ქალბატონებს სამსახურებრივ საქმეებზე ესაუბრებოდა, როდესაც კარი გაიღო და ოთახში თაიგულებით, ტორტითა და „კეთილი შინაარსის“ ტრანსფარანტებით ხელდამშვენებული სტუდენტები შემოვიდნენ. ეს იყო უნივერსიტეტის რექტორისა და სტუდენტების ერთობლივად დაგეგმილი ლამაზი სარვამარტო სიურპრიზი დამლაგებელი ქალბატონებისთვის, რომლის ინიციატივაც უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტების მიერ ახლადშექმნილ საქველმოქმედო ჯგუფ „ხიდს“ ეკუთვნოდა. 

რექტორმა და სტუდენტებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, ყვავილები გადასცეს და ტორტით გაუმასპინძლდნენ. ტრანსფარანტებზე კი ეწერა:
  • სსუ-ს საქველმოქმედო ჯგუფი „ხიდი“ 
  • გილოცავთ 8 მარტს და გისურვებთ ბედნიერებას
  •  ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას და ძალიან გვიყვარხართ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება