სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ფუნქციები აქვს სკოლის დირექტორს - ბრძანება
28-05-2022
-
+


მიუხედავად იმისა, რომ ახალ დირექტორის სტანდარტი და მასწავლებლის პროფესიული რეგულირების წესი, ჯერ კიდევ 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ სტრუქტრების წარმომადგენლები ასე აანონსებდნენ, ახალი დოკუმენტები დღემდე არ არსებობს; ამიტომ არსებული წესდებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, სადაც გაწერილია სკოლის დირექტორის ფუნქციებიც:

დირექტორის როლი და ფუნქცია გახლავთ:

1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწავლებისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.

2. დირექტორი წამყვან როლს ასრულებს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში.

3. დირექტორის, როგორც სკოლის ლიდერის უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს შექმნას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ჩართულობით გამჭვირვალე პროცესების წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისათვის და გუნდის პროფესიული წინსვლისათვის.

4. დირექტორი, სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხარისხიან განათლებას თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისთვის.

5. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს,  ადგილობრივ მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ მხარეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.

6. ხარისხის უზრუნველყოფისათვის სკოლის დირექტორი ყველა მნიშვნელოვან სასკოლო საქმიანობასთან მიმართებით უნდა იყენებდეს შემდეგ მიდგომას თანმიმდევრობით:

ა) სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მაღალი მოლოდინების განსაზღვრა სკოლის სტრატეგიაში;

ბ) დასახული გეგმის თანმიმდევრული განხორციელება;

გ) განხორციელებული საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი და შეფასება;

დ) მონიტორინგისა და შეფასების შედეგებზე რეაგირება და სამოქმედო გეგმის კორექტირება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დირექტორმა უნდა განახორციელოს პროცესის მაქსიმალური ინკლუზიურობა, ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილება, დელეგირება და ორმხრივი ანგარიშვალდებულების გამჭვირვალე სისტემის შექმნა.

8. დირექტორი წარმოადგენს როლურ მოდელს სასკოლო საზოგადოებისათვის და პირადი მაგალითის მიცემით ნერგავს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო ურთიერთობებსა და ქცევის სტანდარტებს.

9. დირექტორი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის იზიარებს და ამკვიდრებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს.

10. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობებში ავლენს ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინირებულობა, სამართლიანობა, ობიექტურობა, შემოქმედებითობა და ზნეობრიობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება