| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩიბათის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღე ერთობლივად აღნიშნეს.
„დედის სახელი მზით ნაქარგია“ - მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა და მათმა კლასის დამრიგებლებმა ნონა ლომაძემ და ელვინა ბიკაშვილმა ორი ულამაზესი დღე - დედის და ქალთა დღე გააერთიანეს და ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათ გვერდში მუსიკის მასწავლებელი ნატო ტუღუში ამოუდგა და გუნდური მუშაობის პრინციპით მართლაც, ზეიმად აქციეს აღნიშნული ღონისძიება:
„ბევრი ყვავილი, სურვილების წერილები და თბილი სიტყვები არ დაიშურეს დედიკოების მიმართ პატარებმა და ბოლოს ერთობლივი სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს მშობლებთან და მასწავლებლებთან. მადლობა ნონა და ელვინა მასწავლებელს თანამშრომლობისთვის და გაწეული შრომისთვის.“
იხილეთ ფოტოებიIZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“