სიახლეები
სიახლეები

„ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს სახელმწიფო ენაზე აზროვნებას ასწავლის“ - ნინოწმინდაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა
06-03-2018
-
+


ნინოწმინდის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე:

„ეტალონი“ ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო პროექტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, არაქართულენოვანი რეგიონისთვის. პროექტის მეშვეობით ხდება ინტეგრაცია, მოსწავლეებს საშუალება აქვთ თავიანთი შესაძლებლობების წამოჩენის. პროექტი ბავშვებს ამზადებს მომავალი ცხოვრებისთვის, მოსწავლეები ნელ-ნელა იმკვიდრებენ ადგილს საზოგადოებაში. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედებითი უნარების სახელმწიფო ენაზე გააზრების საშუალებას, სახელმწიფო ენაზე აზროვნებას ასწავლის.“

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ტატიანა კარევა:

„ბავშვები სიამოვნებით ჩაერთნენ ტესტირებაში. მათთვის ძალიან საინტერესოა ეს პროექტი. ზოგიერთი კითხვა ვერ გაიგეს, რადგან არ ფლობენ ქართულ ენას კარგად. მასწავლებელი უთარგმნიდა მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში შემდეგ კი ბავშვები დამოუკიდებლად მსჯელობდბენ. „ეტალონი მოსწავლეების აზროვნების, ლოგიკისა და ზოგადად მსოფლმხედველობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იადონა ზედგინიძე:

„შესარჩევმა ტურმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, ისინიც ჩაერთნენ და ძალიან მოეწონათ კითხვები. ზოგიერთი კითხვის გადათარგმნა მიწევდა, რადგან ქართულს ისე კარგად ვერ ფლობენ, რომ ყველაფერი გაიგონ. რომ ვუთარგმნიდი შემდეგ თვითონ მსჯელობდნენ. ზღვარი ყველა მონაწილემ გადალახა. შემდეგ ტურში კი ერთი მოსწავლე გადავიდა. სწორედ მას ჰქონდა არჩეული კატეგორია „თამამი“.

გორელოვკის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარგარიტა კიურეღიანი:

„ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა, ბევრი მოსწავლე ჩაერთო. ყველამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. ბავშვებს თავიანთი ცოდნის შემოწმება უნდოდათ, აინტერსებდათ ქართულ ენას რამდენად კარგად ფლობდნენ, ეს პროექტი კი ამის საშუალებას იძლევა. ყველა მოსწავლემ კატეგორია „მამულიშვილი“ აირჩია და ამიტომ შემდეგ ტურში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.“

განძის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ანთაძე:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ერთადერთი პროექტია, რომელიც ასეთ კონკურებს ატარებს და მოსწავლეებს აქცევს ყურადღებას. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის სურვილს ყოველწლიურად ძალიან ბევრი მოსწავლე გამოთქვამს. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება, ბავშვებს ენის ბარიერი აქვთ და მაქსიამლურად არ შეუძლიათ საკუთარი ცოდნის გამოვლენა.“

განძის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანული ბარჯაძე-მიხანაშვილი:

„დიდი ინტერესია ამ პროექტის მიმართ. ბავშვები ყოველწლიურად დიდი ხალისით მონაწილეობენ. წელსაც ბევრი მოსწავლე ჩაერთო. დამოუკიდებლად გააკეთეს სავარჯიშოები. სწორედ ახლა განვიხილავთ დავალებებს, მსჯელობენ მოსწავლეები, თავიანთ შეცდომებს იაზრებენ. ეს პროექტი არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ბავშვები უფრო მეტად ინტერესდებიან, რომ უკეთ ისწავლონ ქართული ენა. მე-2 ტურში სამი მოსწავლე გადავიდა. ჩვენი სკოლის დირექტორი მათ დაპირდა, თუ მე-2 ტურში გაიმარჯვებთ, სადაც მოისურვებთ ექსკურსიაზე იქ გაგიშვებთო.“

ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ბერნიკ ჰოვსეფიანი:

„დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მოსწავლეები, ყველას ძალიან უხარია „ეტალონში“ მონაწილეობა. დავალებებსაც კარგად გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ ჩენი სკოლა წლებია ჩართულია ინტელექტ-ჩემპიონატში. პროექტში მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უმაღლებს.“

ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალაზარ აროიანი:

„ტესტირებამ ობიექტურად და წესების სრული დაცვით ჩაიარა. პროექტში ყოველთვის ბევრი მოსწავლე ერთვება. ინეტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების ცონდის, განათლების დონის ამაღლებას ემსახურება.“ 

ეშტიის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რეფსიმე აროიანი:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, მოსწავლეები მოხარულები არიან ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. პროექტი დიდი მნიშვნელობისაა, რადგან მოსწავლეთა ინტეელქტუალურ განვითარებას ისახავს მიზნად.“

უჩმანის საჯარო სკოლის „ეტალონი“ პედაგოგი ელმირა დარბინიანი:

„აღსანიშნავია, რომ ტესტები ძალიან საინტერესოდ იყო შედგენილი. ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლიდან ძალიან ბევრი ბავშვი ჩაერთო. ყველა სიხარულითა და ხალისით მონაწილეობდა. ძალიან მოგვწონთ ეს პროექტი.“

ორლოვკის საჯარო სკოლის დირექტორი არაქელ სეირანიანი:

„მოსწავლეები დაინტერესებული არიან პროექტით. იგი ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობების შეცნობაში ეხმარება. მოსწავლეები უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან. ერთმანეთს ცოდნაში ეჯიბრებიან და ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

ორლოვკის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო კაშმაძე:

„ბავშების ჩართულობა და დაინტერესება ამ პროექტის მიმართ ყოველთვის მაღალია. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა მე-2 ტურში და ბათუმში გამართულ ფინლშიც მონაწილეობდა. რაც შეეხება ახლა ჩატარებულ ტესტირებას, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს. სამი მონაწილე გადავიდა შემდეგ ტურში. „ეტალონი“ ეროვნული მნიშვნელობის პროექტია. იგი ქართულ საქმეს ემსახურება.“

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე სუდაძე:

„აბსოლუტურად ყველა მოსწავლემ გამოთქვა პირველ ტურში მონაწილეობის სურვილი. მსგავსი კონკურსები ნამდვილად მისასალმებელია. „ეტალონი“ მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს, ბავშვები უფრო მონდომებულები ხდებიან. დიდი მადლობა ამ პროექტისთვის.“

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნუგზარ მარკოიძე:

„მოსწავლეებმა კარგად უპასუხეს კითხვებს, კმაყოფილები არიან. აღსაშნავია, რომ აბსოლუტურად ყველა მოსწავლემ გამოთქვა „ეტალონის“ პირველ ტურში მონაწილეობის სურვილი. ბავშვებისთვის საინტერესოა ეს პროექტი.“

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ციური ხოზრევანიძე:

„ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში. 4 მოსწავლე გადავიდა შემდეგ ეტაპზე. კმაყოფილი ვართ მათი შედეგებით და ველოდებით შემდეგ ტურს. იმედი მაქვს, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები წარმატებებს მიაღწევენ. „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია.“

სპასოვკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოჩა ბერიძე:

„მოსწვალეთა ჩართულობა მაღალი და დაინტერესება ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ ყოველთვის მაღალია. ობიექტურად ჩავატარეთ შესარჩევი ტური, დამოუკიდებლად იმუშავეს ბავშვებმა. კმაყოფილები ვართ და ვემზადებით მეორე ტურისთვის.“

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება