სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე პროფესიული კოლეჯები დაფუძნდება
06-03-2018
-
+


საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიულ კოლეჯებს უმაღლესი სასწავლებლების ბაზაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცემათ.

„პროფესიული განათლების სტუდენტები პროფესიას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებას და სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ საფეხურზე სწავლა, იმავე სივრცეში განაგრძონ,“ - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი უმაღლესი პროფესიული განათლების კოლეჯი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდება, რომლის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმდებიან. 

„მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამების განხორციელებაში საბჭოში წარმოდგენილი იქნება ისეთი საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft და HP,“ - აღნიშნავენ სამინისტროში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის შექმნის თაობაზე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. კოლეჯი ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს და უზრუნველყოფს მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს. 

„კოლეჯი განახორციელებს სხვადასხვა ხანგრძლივობის სასერტიფიკატო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ისეთ სასწავლო კურსებს, რომელიც არ საჭიროებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას. გარდა ამისა, აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანი იქნება სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციის წარმოება და გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას  და მედიისა და ტელეხელოვნების განვითარებას.

ექსპერტთა შეფასებით, უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა მეტად მიმზიდველი გახდება, რაც პროფესიულ  სტუდენტთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის,“ - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება