სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო
06-03-2018
-
+


ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.
 
პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.

აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2017 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო-საშუალო საფეხურის პედაგოგს.

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის. შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს პროექტები შეიძლება მოიცავდნენ ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების თემატიკას ან ინტეგრირებულნი იყვნენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ხორციელდება სსიპ „მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრის“, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი წელს მეხუთედ გაიმართება. 

პროექტი მიმდინარეობს ორ ეტაპად: 

ა) სემინარი მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“, რომელიც უკვე ჩატარდა 2017 წლის მაისში, და ბ) კონკურსი, როგორც სემინარის მონაწილე, ასევე, პროექტში ჩართვის მსურველი სხვა მასწავლებლებისათვის. 
პედაგოგები სემინარის შემდეგ, წლის განმავლობაში ახორციელებენ პროექტებს თავიანთ სკოლებში საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილის ჩათვლით.

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guidetoeurope@gmail.com

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება