სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განისაზღვრა სახელფასო პოლიტიკა“ - მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლები დააჯილდოვა
27-03-2022
-
+


მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონიაზე გამარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს კიდევ უფრო პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი, იზრუნოს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე.

წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 14 კანდიდატიდან კომისიამ სამი ფინალისტი შეარჩია, მათგან საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის წოდება ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა ხათუნა ხაჟომიამ მოიპოვა. გამარჯვებულ პედაგოგს შესაბამისი სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი ჯილდო და პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.

ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კონკურსის ფინალისტებმაც, რომელთა შორის მოხვდნენ სოფელ იყალთოს საჯარო სკოლისა და ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლები ლელა ბოშაშვილი და მარიამ ედილაშვილი.

კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგმა ხათუნა ხაჟომიამ, თავის მხრივ,  მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური მასწავლებლების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და მათი დაფასებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, ცენტრის თანამშრომლებმა, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკონკურსო კომისიის წევრებმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება