სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი გაიხსნა
06-03-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეგენდარული ლოტბარის, ძუკუ ლოლუას სახელობის აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის შემსწავლელი კაბინეტი, ხალხური მომღერლის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემკრების ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ასევე წარმოდგენილი იყო ანზორ ერქომაიშვილის მიერ მოძიებული და აღდგენილი 15 ძველი „აფხაზური სიმღერა“(პარტიტურა CD და DVD დისკები).

შეხვედრის მეორე ნაწილი კონცერტს დაეთმო, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „სნო“ და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ანზორ ერქომაიშვილი და თეიმურაზ გვანცელაძე.

ღონისძიებას ძუკუ ლოლუას შთამომავლები ესწრებოდნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება