სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს
19-03-2022
-
+


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი.

მისივე თქმით, საკითხზე მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ ეტაპზე აქცენტი კვლავაც „ომიკრონზეა“.

„ამ ეტაპზე მთელი ყურადღება კვლავაც „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციაზეა. ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეტური ვერსიებია, რაზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს. ბუნებრივია, ჩვენ ამ დროისთვის არ გაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე ან საერთოდ შეიძლება თუ არა გვქონდეს საქმე ახალ შტამთან. ამიტომ უნდა დავიცადოთ. ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ინფორმაცია დაზუსტდება. დღეს აქცენტი მაინც არის „ომიკრონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა ნიშანი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, საკმაოდ სწრაფი ტემპით უმჯობესდება.

„ჩვენთან ცირკულაციაში არის „ომიკრონი“ და მიმდინარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება. საკმაოდ სწრაფი გაუმჯობესების სურათი გვაქვს. საქართველოში ბოლო პერიოდში აშკარად შეინიშნება ეპიდემიის გაუმჯობესების ნიშნები. დადებითობის მაჩვენებელიც სწრაფად იკლებს, ხუთ პროცენტს ჩამოსცდა. ვიმედოვნებთ, მეტად დაიკლებს. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ შესაძლოა, უკვე დავიწყოთ საუბარი პანდემიური გავრცელებიდან ენდემურ გავრცელებაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ სჭირდება ამ მიმდინარეობას. ფართო გავრცელების მოლოდინი უკვე არ უნდა გვქონდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტად ლოკალური, ადგილობრივი ხასიათის იქნება და არა პანდემიური ხასიათის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიუხედავად, პირბადის ტარება კვლავაც მნიშვნელოვანია: „ჯერჯერობით პირბადის ტარება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტური გზა ინფექციის დაცვისგან არის პირბადე“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება