სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფილმში „დედე“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და სტუდენტმა ეპიზოდური როლები შეასრულეს
01-03-2018
-
+


მარიამ ხაჭვანის ფილმში „დედე“ ეპიზოდური როლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ირაკლი ჩარკვიანმა და სტუდენტმა ლევან ჩარკვიანმა შეასრულეს. 

ფილმი სიყვარულისთვის მებრძოლი სვანი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ  - გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე, ნუკრი ხაჭვანი.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის პრიზი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ იუნესკოს დირექტორისა და ელჩებისთვის „დედეს“ ოფიციალური ჩვენება იუნესკოს სათავო ოფისში გაიმართა.

22 თებერვლიდან ფილმის ნახვა საქართველოს ყველა კინოთეატრშია შესაძლებელი.

ფილმის მოპოვებული ჯილდოები:

  • ჟიურის გრანპრი - კანის კინოფესტივალი, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრა, საფრანგეთი;
  • კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა - აზიის ოსკარად წოდებული APSA - დაჯილდოება, ავსტრალია;
  • ჟიურის პრიზი - ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი;
  • მარიამ ხაჭვანს საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის „დედე“ გადაეცა „ვერცხლის ანგელოზი“ - ტოფიფესტის კინოფესტივალი, პოლონეთი;
  • გრანპრი - ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალი, ხორვატია;
  • ხალხის გრანპრი - მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი;
  • წარმოების პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალი, აშშ;
  • პრეზიდენტის პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალი, აშშ;
  • ხალხის ნომინაცია - სან პაულოს კინოფესტივალი, ბრაზილია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება