სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიმბაძველობა“, „სიბრაზის მართვა“, „კამათის ხელოვნება“ - სადამრიგებლო პროგრამა V-IX კლასის მოსწავლეებისთვის
09-04-2022
-
+


სადამრიგებლო პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მორალურ განვითარებაზე ზრუნვაა. კლასის ხელმძღვანელის მოვალეობაა, არასრულწლოვანს ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე ესაუბროს და ასევე გაუღვივოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

დამრიგებელმა შეიძლება თემაზე გამართოს დისკუსია, მინი-ლექცია, წარადგინოს პრეზენტაცია და საკითხის უკეთ აღსაქმელად მოიშველიოს ვიზუალური მასალები.

სადამრიგებლო საათის სასაუბრო თემა პედაგოგმა მოსწავლის ასაკის შესაბამისად უნდა შეარჩიოს. მაგალითად, V კლასის მოსწავლეებისთვის კლასის საათის თემა შეიძლება იყოს: კამათის ხელოვნება, საზოგადოებრივი წესები, ტყუილი, სიბრაზის მართვა, მეგობრობა, ურთიერთგაგება, ახალი ნაცნობების შეძენა და ა.შ.

VI კლასში სადამრიგებლო საათის თემებად რეკომენდებულია: ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოთმინება, დღის რეჟიმი, სამართლიანობა, პატივისცემა, ნებისყოფა, ბავშვთა უფლებები, უცენზურო სიტყვები. ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით დამრიგებელს შეუძლია კლასში ექიმიც მიიწვიოს და ბავშვებს აღნიშნულ საკითხზე ვრცელი, სიღრმისეული და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს.

VII კლასის დამრიგებლებმა კლასის საათი ისეთ საკითხებს უნდა მიუძღვნან, როგორიცაა: სიმორცხვე, თამბაქოს მავნე ზეგავლენა, კრიტიკისადმი დამოკიდებულება, იუმორის მნიშვნელობა, მიმბაძველობა, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება და სხვა.

VIII კლასის მოსწავლეებს დამრიგებლებმა ლიდერობაზე, ხასიათის სიმტკიცეზე, მოზარდობის პერიოდზე, პოპულარობაზე, მომხიბვლელობასა და ჩაცმის სტილზე უნდა ესაუბრონ. ასევე მნიშვნელოვანია ყოველგვარი ძალადობის დაგმობა. გარდა ამისა, ამ ასაკის ბავშვებთან საჭიროა ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე ყურადღების გამახვილება, სასურველია თუ დამრიგებელი ამ თემაზე კლასის საათს ფსიქოლოგთან ერთად ჩაატარებს.

რაც შეეხება IX კლასს - სადამრიგებლო საათის თემებია: არა ნარკოტიკს! თვითგანვითარება, მიზანი, მომავალი პროფესია, სიყვარული. ასევე მნიშვნელოვანია ჩაღრმავება საკითხებზე -  როგორ ვისწავლოთ უკეთ? ვინ ვარ მე? რა არის გენდერული როლები?

დამრიგებელმა თითოეულ თემას, მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, ერთი ან ორი შეხვედრა უნდა დაუთმოს. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, სადამრიგებლო საათი დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო საფეხურებზე კი არანაკლებ თვეში ერთხელ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება