სიახლეები
ინტერვიუ

„ვინც პედაგოგიური დაამთავრა, საგნობრივი კომეტენციის დადასტურება არ უნდა სჭირდებოდეს“ - ნანი ქაჯაია
10-03-2022
-
+


რამდენიმე ათეული წელია მომავალი თაობების განათლების სამსახურშია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, წყალწმინდის საჯარო სკოლაში პედაგოგად შეაბიჯა, ახლა კი ცოდნის ტაძარს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ მისი ბავშვები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. Etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრება და იმასაც უმხელს, რა გზა განვლო დირექტორობამდე.

ნანი ქაჯაია პროფესიით ექიმი გახლავთ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ქიმიის საწყისებს ეზიარა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ამ მხრივ განვითრება ცხოვრებისეული მოწოდება უნდა ყოფილიყო....

თუმცა, განგებამ სხვაგვარად ინება... მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, რომელიც წითელ დიპლომზე დაასრულა და შემდეგ გარკვეული პერიოდი, ქუთაისის საავადმყოფოში მუშაობდა, პარალელურად, გამოცდებისთვის ემზადებოდა და ქიმია-ბიოლოგიის განხრით უმაღლესში ჩააბარა კიდეც... აქ უკვე მორიგი წარმატება და წითელი დიპლომი ელოდა, რამაც მომავალ პედაგოგს სკოლისკენ გზა გაუხსნა და მას შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ - მომავალი თაობების განათლების სამსახურშია.

რთულია თქმა, რა დაკარგა სამედიცინო სფერომ ქალბატონი ნანის ამ გადაწყვეტილებით, ის კი უდავოა - საგანმანათლებლო სფერომ საოცარი პედაგოგი, წყალწმინდის სკოლამ კი წარმატებული დირექტორი შეიძინა. ინტერვიუს დროს ბევრ აქტუალურ საკითხს შევეხეთ, თუმცა საუბარი ქალბატონმა ნანიმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო:

- არ მეგულება ადამიანი, რომელსაც უკრაინაში მიმდიანრე ომი არ აწუხებს. ჩვენს სკოლაშიც ამ მხრივ საოცარი განწყობაა, სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, ვაგროვებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, თანხას, შესაძლებლობის ფარგლებში და ასე ვცდილობთ, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ.

- ქალბატონო ნანი, ამ ფონზე გააქტიურდა კითხვა, უნდა აღდგეს თუ არა სკოლებში თავდაცვის გაკვეთილები... რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- მსგავს ინიციატივას უდავოდ მივესალმები... და არა მხოლოდ თავდაცვის გაკვეთილები, ვფქირობ, ასევე კარგი იქნება, ჯანდაცვის მიმართულებითაც თუ გავაქტიურდებით... ვფქირობ, ბავშვებმა უნდა იცოდნენ პირველადი სამედიცინო დახმარება...

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, აღარც გეკითხებით, რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობა...

- მადლობას ვუხდი რესურსცენტრსა და სამინისტროს, ამ პროექტის განხორციელებაში რომ დაგვეხმარნენ... ჩვენს სკოლაში არის სამედიცინო კაბინეტი, გვყავს პროფესიონალი ექიმი და თამამად ვიტყვი, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება არც კი დაგვჭირვებია... დიახ, მიმაჩნია, რომ სამედიცინო კაბინეტი ყველა სკოლაში უნდა იყოს.

- ალბათ, რთულია სკოლის დირექტორობა, ქალბატონო ნანი...

- საპასუხისმგებლოა... ძალიან საინტერესო გზა განვვლე სკოლის დირექტორობამდე, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ. სწავლა სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში განვაგრძე. ვიმუშავე ქუთაისის საავადმყოფოში, შემდეგ ჩავაბარე გამოცდები და ქიმია-ბილოგიური დავამთავრე წითელ დიპლომზე.

- არ ნანობთ თქვენს არჩევანს?

- არა! მედიცინა მიყვარდა, მაგრამ ქიმია-ბიოლოგობა მინდოდა... მინდა გიხრათ, რომ ჩემს სკოლას, სანამ მე მოვიდოდი პედაგოგად, პროფესიონალი ქიმიკოსი არ ჰყოლია... სულ მოწვეული პედაგოგები გვყავდა.

- ახლაც ატარებთ გაკვეთილებს?

- არა და აგიხსნით, რატომ: გაკვეთილის მიმდინარეობისას ხშირად მიწევდა კლასიდან გასვლა, გარკვეული გადაუდებელი საკითხების მოგვარება, რაც, ვფიქრობ, სწავლების ხარისხზე აისახებოდა... ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ასეა და ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, საათები აღარ მქონოდა.

- არ გენატრებათ?

- მოსწავლეებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, საჭიროების შემთხვევაში, გაკვეთილებსაც ვატარებ, სახლში კი შვილიშვილები მყავს და მათაც ვამეცადინებ...

- ქალბატონო ნანი, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ პანდემიას, რომელმაც საგანმანათლებლო სფერო არაერთი გამოწვევის წიანშე დააყენა... როგორ გაართვით თავი ამ ყველაფერს?

- სიამაყით ვაცხადებ - წყალწმინდის საჯარო სკოლა ერთ-ერთი იყო, რომელიც წარმატებით ჩაერთო „თიმსში“ და დანერგა ელექტრონული ჟურნალი... ახალგაზრდა პედაგოგები ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეხმარებოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიეთ წარმატებას. დღეს თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ გამოწვევები აღარ გვაქვს, ორგანიზებულად ვმართავთ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებიც კი, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ ნიუანსს. ახლა, იმედია, ვემშვიდობებით პანდემიას. ამასობაში კი ჩვენ, ყველამ, ბევრი რამ ვისწავლეთ.

- რა შეცვალა ამ ორმა წელმა თქვენს მოსწავლეებში?

- ისინი გაიზარდნენ! დიდები გახდნენ აზროვნების მხრივ... ბრძენ ბავშვებს ვხედავ. გამორჩეული ბავშვები მყავს... ლანჩხუთშიც და საქართველშიც გამოვირჩევით, გვაქვს შინაგანაწესით დამტკიცებული ფორმა, აკრძალულია სამკაულები...

- არ აპროტესტებენ, განსაკუთრებით უფროსკლასელები?

- არა, მათ იციან, რომ სკოლას ასეთი წესი აქვს, პირველივე კლასიდან ვაცნობთ - რა შეიძლება და რა - არა... ამიტომ პროტესტი ჯერ არ შემინიშნავს.

- პირველკლასელები ახსენეთ და აქვე გკითხავთ - ემხრობით 5 წლის ბავშვების სკოლაში შესვლას? ან რამდენად აღმოჩნდებიან სკოლები მზად გაზრდილი ნაკადისთვის, თუ სამინისტრომ ასეთი გადწყვეტილება მიიღო?

- ჩემი სკოლა ნამდვილად არ დადგება ადგილების დეფიციტის პრობლემის წინაშე - 220 ბავშვზეა გათვლილი, 196 მოსწავლე გვყავს. 2008 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ყველანაირი ინვენტარი გვაქვს, რომელიც ახალივითაა. რაც შეეხება ასაკს - არ მიმაჩნია სწორად სკოლაში 5 წლის ბავშვის შეყვანა, რადგან ჯერ არ არიან მზად სასკოლო ცხოვრებისთვის - ბავშვს ბავშვობა უნდა ვაცადოთ.

- ქალბატონო ნანი, მასწავლებლის გამოცდებზეც გკითხავთ... ფიქრობთ, ტესტირების შედეგი პედაგოგის კომპეტენციას ზუსტად ასახავს?

- ჩვენ სკოლაში ერთი მასწავლებელია წამყვანი, დანარჩენებს უფროსის სტატუსი აქვთ, თუმცა ამ გამოცდით ისინი, გარკვეულწილად, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რაც პროტესტის განცდას აჩენს. როცა პედაგოგს საგანსა და უნარებში სრული 10 კრედიტი აქვს აღებული, მისი კომპტენეცია ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. ზოგადად. ვფიქრობ - ადამიანს, რომელმაც დაამთავრა პედაგოგიური, პრაქტიკა აქვს გავლილი, ისწავლა ფსიქოლოგია, პროფესიით პედაგოგია... საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება და უნარების გამოცდა წინ ვერ წაიყვანს.

- საგაზაფხულო არდადგები მალე დასრულდება, რას ეტყვით თქვენს მოსწავლეებს...

- ყველაფერი კარგად იქნება... ვისურვებ მალ დასრულდეს ომი, პანდემია და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაიბრუნდეს, ეს არა მხოლოდ ბავშვებს, ყველას ძალიან გვჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საცდელს ტესტირებას NAEC 4 სექტემბერს ჩაატარებს - დეტალური ინსტრუქცია

სასწავლო გრანტი 293-მა სტუდენტმა მოიპოვა ან გაიუმჯობესა - იხილეთ კონკურსის შედეგები

 ბაღებში სააღმზრდელო წელი 15 სექტემბრიდან იწყება - ოფიციალური ინფორმაცია

რჩევები სასწავლო წლის დასაწყისს ნაკლებად სტრესულს გახდის მშობლებისთვისაც

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„მეამაყება, რომ ჩვენი მოსწავლეები არ ემზადებიან კერძო რეპეტიტორებთან და სკოლის ცოდნით ირიცხებიან უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში“

„როგორც ხელმძღვანელი, ვისურვებდი, არ მოგვკლებოდეს მონდომებული, სწავლაზე ორიებტირებული მოსწავლეები“...

„მადლობას ვუხდით ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს“... 

„თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს მუდამ ეამაყოთ თქვენი ღირსეული ნაბიჯებით“...

საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება