სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის RUSI-ის ექსპერტმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ლექცია წაიკითხა
28-02-2018
-
+


თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2017 წლიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამოქმედდა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადებას თავდაცვის ანალიზის სპეციალიზაციით.

ამ ეტაპზე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამას ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. იმისათვის, რომ ქართული სამხედრო განათლების სისტემა არ ჩამორჩეს თანამედროვე სტანდარტებს ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად მუშაობს არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე.

სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შემდგომ ხელშეკრულება გააფორმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტთან (RUSI).

ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლიდან ბრიტანელი ექსპერტები გაუძღვებიან ომის ტრანსფორმაციის - ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების მოდულს. 

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის ლექცია წაიკითხა RUSI-ის ექსპერტმა და უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა (სამხედრო მეცნიერების განხრით) მაიკლ კოდნერმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება