სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გარკვეულ პროფესიებზე სწავლის ხანგრძლივობა, შესაძლოა, შემცირდეს
27-02-2018
-
+


გარკვეულ პროფესიებზე (ჯერჯერობით, ცნობილი არ არის პროგრამების ჩამონათვალი) სწავლის ხანგრძლივობა/მოცულობა შემცირდეს. ბაკალავრიატის ზოგიერთ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა, შესაძლოა, ოთხიდან სამ წლამდე, ხოლო მაგისტრატურაზე ორიდან ერთ წლამდე შემცირდეს. აღნიშნული ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, ბაკალავრიატის ზოგიერთი პროგრამის კრედიტების რაოდენობა არანაკლებ 180, ხოლო მაგისტრატურის 90 იქნება.

უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ცალკე პროგრამის სახით. ასეთ შემთხვევაში, მოკლე ციკლის პროგრამის განხორციელების უფლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი სხცა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). აღსანიშნავია, რომ პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ავტორიზაციით ან აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე, განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა.

„სამაგისტრო პროგრამების განხორციელებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებაზე და სტუდენტებს ჯამურად შეუმცირდეთ გადასახდელი სწავლის საფასური“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება