სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის კონკურსი ცხადდება
27-02-2018
-
+


პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ტურისტული გზამკვლევების კონკურსი ცხადდება. საკონკურსო თემაა - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.“

კუნკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ტურისტული გზამკვლევი საქართველოში, კერძოდ, მის მხარეში არსებულ რომელიმე ისტორიულ-კულტურულ ძეგლზე, ან ისტორიულ დასახლებაში განთავსებულ ურბანისტულ ძეგლზე; შესაძლებელია ძეგლი არ იყოს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. გუნდის მიერ უნდა შეიქმნას ტურისტული გზამკვლევი ვიზუალური/აუდიო/გრაფიკული სახით.  ნამუშევარი აუცილებლად უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე. უპირატესობა მიენიჭება ნამუშევარს, რომელშიც კომბინირებულად იქნება გამოყენებული ფოტო/ჩანახატი (მოსწავლის მიერ გადაღებული ან დახატული), აუდიო (მოსწავლის ხმით ჩაწერილი), გრაფიკული (მოსწავლის მიერ შესრულებული ნახაზი ან გამოყენებული სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტი). ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ციფრული ფორმატით და შესაძლებელი უნდა იყო მისი ატვირთვა/ჩაშენება პროგრამის თვინსფეისზე. მოსწავლეები უნდა გაეცნონ სხვადასხვა ისტორიულ წყაროში მოცემულ ინფორმაციას შერჩეულ ძეგლზე, რაც ასევე შეტანილი უნდა იყოს ნაშრომში. თითოეულ სკოლას შეუძლია წარმოადგინოს არა უმეტეს 2 გზამკვლევისა. გზამკვლევის ღირსებად ჩაითვლება ტურისტული მარშრუტის რუკაზე ასახვა. ერთი გზამკვლევის შესაქმნელად შესაძლოა იმუშაოს რამდენიმე მოსწავლემ, მაგრამ არა უმეტეს 5-ისა. საბოლოოდ შეირჩევა 5 გამარჯვებული გზამკვლევი.

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით მეილზე: etwinningplus@tpdc.ge და მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: ნამუშევრის ავტორ(ებ)ი; კლასი, სკოლა და ავტორის საკონტაქტო მონაცემები; გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მარტი.

გამარჯვებული გზამკვლევი გამოვლინდება ინტერნეტ სივრცეში (მოწონებების მიხედვით) ასევე, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით.

გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან და მიწვეული იქნებიან პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება