სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეების 21 პროცენტი გაკვეთილებს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა - საქსტატი
05-03-2022
-
+


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,  2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში და ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, 71,7 პროცენტს შეადგენს. 

მათი პროცენტული წილი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა, 21.7 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 5.0 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.5 პროცენტი.

მათივე ინფორმაციით საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით, საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით.

გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტების 97,3  პროცენტს მიაჩნიათ, რომ 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება, დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 0.7 პროცენტი, 1.6 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება, ხოლო 0.3 პროცენტი აცხადებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 57.8 პროცენტი კმაყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება