| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზაფხულში, მასწავლებლობის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებთან ერთად, პირველად ჩატარდება წამყვანობისა და მენტორობის გამოცდებიც - ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე უკვე გადაწყვეტილია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მომატებული ეპიდშემთხვევების ფონზე, შესაძლოა ბევრი რამ სათუო გახდეს, ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და მასწავლებლების სქემაში დაწინაურების შესაძლებლობას საფრთხე არ ემუქრება.
როდის გამოცხადდება წამყვანობისა და მენტორობის გამოცდისთვის რეგისტრაცია? - ამ კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ გამოცდისთვის, მასწავლებელთა რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში გამოცხადდება.
რაც შეეხება თანხას, რომელიც პედაგოგებმა რეგისტრაციისთვის უნდა გადაიხადონ, ამის შესახებ ოფიციალურ სტრუქტურაში განაცხადეს, რომ ყველა დეტალი „ნაეკის“ ოფიციალურ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. თუმცა წინა წლების გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაცია პედაგოგების მსურველებისთვის 50 ლარი ღირდა, ხოლო მოქმედი მასწავლებლებისთვის უფასო იყო.
იხილეთ; უფროსი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდები ზაფხულში ჩატარდება - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
სხვადასხვა სტატუსის პედაგოგები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ - საგამოცდო პროგრამა ცნობილია
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა