სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რისი გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს, თუ მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცევა
10-04-2022
-
+


გაკვეთილზე მოსწავლეების საქციელი ზოგჯერ მასწავლებლებს დისკომფორტს უქმნის. ისინი ყოველთვის ერთნაირად არ იქცევიან, მით უმეტეს, პრობლემურია იმ მოზარდების ქცევა, რომლებიც გარდატეხის ასაკში არიან.

თუკი მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცევა, გაღიზიანებულია ან ყურადღებას არავის აქცევს, მასწავლებელს ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია მშვიდად საუბარი და დარიგებაა.

ადრე ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს ბავშვის დასჯის უფლება ჰქონდა. დასჯის მეთოდები კი სხვადასხვაგვარი იყო. მაგალითად, კუთხეში დაყენება, ტანსაცმელზე ცარცით ორიანის დაწერა, ყურის აწევა, კლასიდან გაგდება, საქმე უფრო მძიმე შემთხვევამდეც მიდიოდა, როდესაც პედაგოგები მოსწავლეებს ფიზიკურად სჯიდნენ.

დღეს, ეს მიდგომა შეცვლილია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად მოსწავლეებს მძიმე ემოციური ფონი აქვთ და მათი არასასურველი საქციელიც ამითაა განპირობებული.

„მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას“,- ვკითხულობთ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსში.

პედაგოგებს ფსიქოლოგებიც ურჩევენ, რომ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ და ყველა პრობლემა დისკუსიით მოაგვარონ. სასურველია, რომ მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს მოსწავლის მიერ დისციპლინის დარღვევის მიზეზი და მშობელიც საქმის კურსში ჩააყენოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება