სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქალაქის სკოლების ნაწილი სრულად დისტანციურ სწავლებაზეა - კორონავირუსი განათლების წინააღმდეგ
28-01-2022
-
+


ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა. კოვიდინფიცირების დადასტურებული 17 066 შემთხვევაა და არაერთ სკოლაში იმატებს წერტილოვანი შეზღუდვების მაჩვენებელი. ზოგი სკოლა სრულად, ზოგი კი - ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზეა.

გორის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა - N3 და მეღვრეკისის საჯარო სკოლების მოსწავლეები 3 თებერვლის ჩათვლით დისტანციურად ისწავლიან.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია კარალეთის პირველი და მეორე სკოლა, ასევე ხელთუბნის, ქერეს, ახალდაბისა და ქვახვრელის სკოლები.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, აქ დისტანციურ სწავლებაზე N9, N10 და N12 სკოლები გადავიდნენ.

დაიხურა სკოლები რუსთავშიც - ამ დროის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა N16 და N20 სკოლები.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფრომაციით, ქალაქის მასშტაბით სრულად ონლაინ სწავლებაზეა 8 საჯარო სკოლა. ასევე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიქსირდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება