სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ცხვირებს დავასვენებთ, აღარ მოგვიწევს რიგში დგომა“ - მასწავლებლები გეგმური კოვიდტესტირების შესაძლო გაუქმებაზე
28-01-2022
-
+


მასწავლებელთა სავალდებულო კოვიდტესტირების შესაძლო შეჩერებამ (რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა),  პედაგოგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი აღნიშნავს, რომ ყოველკვირეული ტესტირება აუცილებელია, მითუმეტეს, რომ მთავრობა, კორონავირუსის ათასობით შემთხვევის მიუხედავად, სკოლებს არ კეტავს, ნაწილი კი ტესტირების შეჩერებას სიხარულით ხვდება.

2020 წლიდან მასწავლებლები სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში შედიან და მათთვის გეგმიური ტესტირება სრულიად უფასო იყო. როგორ აფასებენ პედაგოგები გეგმური ტესტირების გაუქმებას მეექვსე ტალღის დაწყებისას, მაშინ, როდესაც სპეციალისტები რთულ თებერვლის თვეს ვარაუდობენ?

მასწავლებლები etaloni.ge-სთან საუბრობენ:

„გამიხარდა, რადგან უსამართლობის შეგრძნება მქონდა. ყოველკვირეულად ტესტი მიკეთდებოდა, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ვიყოთ მხოლოდ ვირუსის გამავრცელებლები და გვამოწმებდნენ“.

„თავს მშვიდად ვგრძნობდი გეგმური ტესტირების შემდეგ. პედაგოგებისთვის ერთგვარი კომფორტი იყო, რომ სკოლაშივე გვიკეთებდნენ ტესტებს და რომელიმე სამედიცინო პუნქტში სირბილი არ გვიწევდა. საწყენია, რომ ტესტირების შეჩერებას გეგმავენ“.

„ვფიქრობ, რომ აზრი დაკარგა ტესტირებამ. თან, როგორც ამბობენ, ახალი შტამი შეიძლება სულ არ დაფიქსირდეს, მაგრამ ვირუსის მატარებელი იყოო. თუ ასეა, მართლაც საჭირო აღარაა გეგმიური ტესტირებები“.

„ცხვირებს დავასვენებთ, დიდი დისკომფორტი იყო ჩვენთვის. აღარ მოგვიწევს ტესტირების რიგში დგომა, სადაც თავშეყრის გამო დაინფიცირების რისკი უფრო მეტად იყო. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“.

„რომ არა გეგმური კოვიდტესტირება, მე და ჩემი შვილი (რომელიც ასევე მასწავლებელია) ვერ გავიგებდით, რომ ინფიცირებულები ვიყავით. მხოლოდ უმნიშვნელო სიმპტომები გვქონდა (სურდო ერთი დღე), ეჭვიც არ მიმიტანია კოვიდზე, არადა ტესტით დადასტურდა და დროულად გადავედით იზოლაციაში. ვფიქრობ, თუ სკოლაში სწავლება დასწრებულ ფორმატში იქნება, ტესტირება არ უნდა შეაჩერონ“.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა გეგმური კოვიდტესტირება დროებით შეჩერდება, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. აქამდე აუცრელ და ერთხელ აცრილ პედაგოგებს სწრაფი ტესტი კვირაში ერთხელ უტარდებოდათ, სრულად ვაქცინირებული მასწავლებლები კი PCR ტესტს ორ კვირაში ერთხელ იკეთებდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ეს ჯილდო არის მისი თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებული აღიარება“

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება