სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

„უნივერსიტეტებს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა აქვთ“ - ამირან გამყრელიძე
25-01-2022
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნივერსიტეტებს აქვთ საშუალება აუდიტორიებში წარმართონ სასწავლო პროცესი.

აღნიშნული განცხადება, მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც სკოლების მაგალითზე უნივერსიტეტების მუშაობას ეხებოდა.

„მე მგონი, მათ აქვთ შესაძლებლობა... ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვაძლევთ. უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილი, არის უნივერსიტეტები, რომლებიც ძალიან კარგად არიან აცრილი - ორჯერადად, მაღალი მოცვით, არის უნივერსიტეტები, სადაც დაბალია [ვაქცინაცია]. ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან [სწავლის აუდიტორიებში გადატანასთან], დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის შემთხვევები რეკორდული მაჩვენებლი 15 762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, თუმცა საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესების საჭირეობას ვერ ხედავს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება