სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ღვაწლმოსილი პედაგოგების გამოცდა, ცოტა არ იყოს, უხერხულია“ - მარინა გიგაური, თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
25-01-2022
-
+


მარინა გიგაურის პედაგოგიური მოღვაწეობა უკვე 44 წელს ითვლის და ამჯერად, მომავალი თაობის აღსაზრდელად, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან იღვწის. მარინა გიგაური გარდა დირექტორობისა, ასევე დაწყებითი კლასების რუსული ენის პედაგოგი გახლავთ.

მასწავლებლობის რთულ და ამაგიან გზას სკოლის დამთავრებისთანავე, 1978 წელს შეუდგა. როგორც თავად აღნიშნავს, წარმატებული დირექტორობისთვის, აუცილებელია, ბუნებით მშვიდი, სამართლიანი, შრომისმოყვარე და საკუთარ საქმეზე შეყვარებული იყო. იგი, თანამშრომლებისთვის და მოსწავლეებისთვის, პირველ ყოვლისა, მეგობარია და მხოლოდ ამის შემდგომ - დირექტორი.

როგორ დაიწყო სკოლაში II სემესტრი; რას ფიქრობს იზოლაციის შემცირებულ ვადებზე, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ხელფასების მატებასა და კიდევ მრავალ საინტერესო საკითხზე - პასუხებს ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორის, მარინა გიგაურის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- II სემესტრის დასაწყებად, როგორც ყველა სკოლაში, ჩვენც საგანგებოდ მოვემზადეთ. ყველა საჭირო ღონისძიება გავატარეთ, რათა მოსწავლეებისთვის და თავად პედაგოგებისთვის უსაფრთხო გარემო შეგვექმნა. მოსწავლეების დასწრებაც ნორმალური იყო, მაგალითად, დაწყებითი კლასები გადავსებული იყო. ყველა კლასი სათითაოდ დავიარე და ბავშვების ღიმილიან სახეებს რომ ვუყურებდი, მეც პატარა ბავშვივით მიხაროდა. მთელი სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ საკლასო გარემო აუცილებელია. სამწუხაროდ, ახლა 8 დღით დისტანციურ სწავლებაზე ვართ და ეს პირველი შემთხვევაა, აქამდე ჩვენი სკოლა მთლიანად ონლაინ სწავლებაზე არ ყოფილა.

- მშობლებში რა განწყობაა?

- ყველას თავისი შეხედულება და მიდგომა აქვს, გინდაც მშობელს, გინდაც მასწავლებელს. არის რამოდენიმე მშობელი, რომელიც სიფრთხილეს ზედმეტად იჩენს. ბავშვის სკოლაში მოყვანა ნებაყოფლობითია, თუკი შვილს ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, ჩვენი მხრიდან რეკომენდაციაა, რომ სკოლაში არ გამოუშვას - იგივე დამოკიდებულება გვაქვს პედაგოგებთანაც. იმდენად მოულოდნელი იყო ეს პანდემია არამხოლოდ მშობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რომ ყველა შევშინდით. ეს ბუნებრივია, რადგან ამდენ ინფორმაციას არ ვფლობდით. ახლა კი, როდესაც ვირუსის შესახებ  მეტი ვიცით სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გვმართებს. თუნდაც ამ პირბადებიის ტარება ავიღოთ - დასაწყისში ყველას გაუჭირდა შეგუება, ახლა კი ყველამ გავითავისეთ, რამაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დადებითად იმოქმედა. განათლების სამინისტროსგანაც დიდი მხარდაჭერა გვაქვს - ყველა საჭირო ინვენტარით გვამარაგებენ და მუდამ გვეკითხებიან რამე ხომ არ გვჭირდება.

- ქალბატონო მარინა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლისა და კლასისთვის იზოლაციის ვადა შემცირდა. მოგწონთ ეს გადაწყვეტილება?

-  კარგია, იზოლაციის ვადა რომ შემცირდა და რატომ? რადგან, იმდენად სწრაფი ტემპით ხდება ვირუსის გამოვლენა, რომ 8 დღემდე იზოლაციის შემცირება ლოგიკურია. ახლა, ჩვენ მოქალაქეებმა მთავარია სიფრთხილე გამოვიჩინოთ და არსებული რეკომენდაციები შევასრულოთ.

- რა გვასწავლა პანდემიამ?..

- პირველ რიგში გვასწავლა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესია. პანდემიამ დისტანციური და დასწრებითი სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეებიც ნათლად დაგვანახა. დავინახეთ, რომ პანდემიის პერიოდში სწავლების ხარისხი დისტანციურად მაინცდამაინც მაღალი დონის არ არის, როგორც ეს საკლასო ოთახშია შესაძლებელი. სასწავლო ხარისხმა მინიმალურად, მაგრამ მაინც დაიწია.. თუმცა, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო - ბავშვს, რომელსაც სწავლა სურს ის აუცილებლად, დისტანციურადაც ისწავლის და საკლასო გარემოშიც. დაგვანახა ისიც, რომ მშობლებიც და მოსწავლეებიც დისტანციურ სწავლებას ცოტა არ იყოს გულგრილად მიუდგნენ. ზოგჯერ არის შემთხვევა, ბავშვები ვითომ საგაკვეთილო პროცესში არიან ჩართულები, ამ დროს კი სხვაგან არიან შესულები... თუმცა, ვინც ნამდვილად სწავლობს დისტანციური ფორმატითაც გამოიკვეთა. თქვენ წარმოიდგინეთ, დისტანციური სწავლებით მოსწავლეებმა მედლებიც კი გაიტანეს.

- სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს ანაზღაურება ეზრდებათ, როგორ ფიქრობთ, ეს არის მანიშნებელი, რომ სკოლაში მოღვაწე ადამიანების შრომა სათანადოდ ფასდება?

- აუცილებელია ყველა მასწავლებელს მოემატოს ხელფასი, რადგან ვერ წარმოიდგენთ რამხელა შრომას დებენ და წვალობენ პანდემიის პერიოდში... სკოლა, შემდეგ სახლში ონლაინ გაკვეთილები, საღამოს კიდევ გაკვეთილები... ძალიან წვალობენ და მასწავლებლები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გმირები არიან. ამ ეტაპზე, როგორც შეეძლო ხელისუფლებას ხელფასი ისე მოუმატა და ამისთვის მადლობლები ვართ, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ ხდება, ამას ეტაპების გავლა სჭირდება. ვხედავთ მონდომებასა და მცდელობას, რათა მასწავლებლების შრომა დაფასდეს. მარტო პედაგოგებს კი არა, დამლაგებლებსა და დარაჯებსაც უნდა მოემატოთ. დამლაგებლებს მიზერული ხელფასი აქვთ და ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, ისინი იმდენად დიდ შრომას სწევენ, რომ ანაზღაურების მატებას ნამდვილად იმსახურებენ.

შრომა ყოველთვის ფასდება და ხელშეწყობას ვხედავთ. ვფიქრობ, აუცილებელია მასწავლებელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსების გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს და არა, განუწყვეტელი გამოცდები. ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის, ვფიქრობ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები უნდა დაწესდეს.. ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის გამოცდა ცოტა არ იყოს უხერხულია.. მათ ცალკე მიდგომა და დაფასება სჭირდებათ. ადამიანი, რომელიც სკოლაში 40 თუნდაც 30 წელია ასწავლის, მას თავისებური დაფასება სჭირდება, ახალდაწყებულ პედაგოგს კი თავისებური. ახალდაწყებულ პედაგოგებს რაღაც პერიოდის შემდეგ, გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ, რადგან ახალგაზრდები არიან და წინსვლისთვის ეს აუცილებლად გამოადგებათ. 30 – 40 წლის სტაჟის მასწავლებლებს უკვე იმდენად სერიოზული გამოცდილება აქვთ დაგროვილი, რომ მათ გამოცდის ჩაბარება კი არა, კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ. ვფიქრობ, ეს მიდგომები უკვე დაწყებულია.

- წელს თუ აპირებენ თქვენი სკოლის პედაგოგები სტატუსების ასამაღლებლად გამოცდებზე გასვლას?

- სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი არ გვყავს - ერთი წამყვანი პედაგოგია, ხოლო დანარჩენი უფროსი. რაც შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილებას, ამაზე ბევრი დაიწერა და გულისტკივილი გამოითქვა...რაღაცებში გული მეც დამწყდა.. თამამად ვიტყვი, რომ ბევრი პრაქტიკოსია, რომლებმაც რაღაც მიზეზების გამო სტატუსის ამაღლება ვერ შეძლო და ზოგს, სერიოზული არგუმენტებიც აქვს. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, სიფრთხილე გვმართებს; პედაგოგების რაოდენობა ისედაც მცირეა, მართალია ბოლო პერიოდში მსურველებმა იმატა, თუმცა მაინც... ამიტომ, პრაქტიკოს მასწავლებლებს,  მოტივაცია, რომ არ გაუქრეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება უნდა მიეცეთ. ამ თემას ყველა დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. პედაგოგები მართლა თითზე დასათვლელები ვართ და მით უმეტეს კარგი მასწავლებლები სანთლით საძებარია. ჩემთვის სასიხარულოდ და საამაყოდ, რამოდენიმე პედაგოგი მოვიდა ჩემთან და სტატუსის ასამაღლებლად გამოცდაზე გასვლის სურვილი გამოთქვეს. ძალიან მსიამოვნებს მასწავლებლების ასეთი დამოკიდებულება და ჩემის მხრივ, მათ მაქსიმალურად გვერდში დავუდგები.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება