სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლაში, ბუნებისმეტყველებაში შიდა შეფასების მეოთხე გაკვეთილი ჩატარდა
22-02-2018
-
+


ველისციხის  საჯარო  სკოლის  V კლასში ბიოლოგიის უფროსმა პედაგოგმა თამარ შანიძემ შიდა შეფასებისთვის სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა ბუნებისმეტყველებაში.

შიდა  შეფასებისთვის, სკოლაში  აღნიშნული გაკვეთილი  2018  წელს  რიგით  მეოთხეა,  ხოლო  2017-2018  სასწავლო  წელს   რიგით  27-ეა.  შეფასებისთვის  გაკვეთილები  ტარდება  სწავლების  სამივე  საფეხურზე,  სხვადასხვა  საგნებში.  პროფესიული  განვითერების  და  კარიერული  წინსვლის  სქემაში  ჩართვის  შემდეგ,  ველისციხის სკოლის  პედაგოგები საკმაოდ  დიდ  აქტიურობას იჩენენ და მონდომებით ახორციელებენ  როგორც  ძირითად,  ასევე  დამატებით  საქმიანობის  სხვადასხვა  ტიპის  აქტივობებს. მათ   შორის  სამოდელო  და  სტანდარტულ  გაკვეთილებს,  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევას,  ქმნიან  სასწავლო  რესურსებს,  ეწევიან  საკლუბო  და  საწრეო  საქმიანობებს,  ესწრებიან  ტრენინგებს, სემინარებს,  სამუშაო  შეხვედრებს, გამოცდილებებს  უზიარებენ  კოლეგებს, ეწევიან  სტუდენტების  კონსულტირებას.  ანხორციელებენ  პროექტებს  და  ღონისძიებებს.  პედაგოგები ასევე აქტიურად მონაწილეობენ  კონფერენციებში,  სხვადასხვა  პროგრამებში  ატარებენ  თავისუფალ  გაკვეთილებს,  წელს  რეგისტრაციის  გამოცხადებისთანავე  გავიარეთ  რეგისტარაცია  გარე  დაკვირვებაზე. და  ა.შ. 

სამოქალაქო  განათლების  უფროსი  პედაგოგის, ფასილიტატორი  ნანა  ნიკოლაშვილის თქმით, წლევანდელი  სასწავლო  წელი  კიდევ  უფრო  შრომატევადია  შეფასების  ჯგუფის  წევრებისთვისაც და მოსწავლეებსაც  მოსწონთ  ასეთი  აქტიური  და  დატვირთული  სასწავლო  პროცესი, რადგან სკოლაში  სქემის  რეფორმამ  სასწავლო  პროცესი, სახალისო  და  საინტერესო  გახადა.

„რაც  შეეხება გაკვეთილს  საგან  ბუნებისმეტყველებაში, რომლის პედაგოგიც  თამარ  შანიძეა გაკვეთილის თემა: „სინათლის სწორხაზოვანი გავრცელება" იყო. მოსწალეთა რაოდენობა 20. გაკვეთილი იყო ძალიან ხალისიანი, სწავლების მიდგომა სწავლა კეთებით, გამოყენებულ მეთოდებს შორის ერთ-ერთი იყო ცდის ჩატარება, მოსწავლეთა მუშაობის ფორმა, ჯგუფური  და  მთელ კლასთან  ერთად,  მასწავლებელმა, მოსწავლეებს მისცა განმავითარებელი შეფასება, ასევე გამოიყენა თანატოლთა შეფასება. მოსწავლეები მთელი საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი და დიდი მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიერ ჩატარებული ცდის შედეგებით გამოწვეული რეაქციები.“ - აღნიშნა ნანა ნიკოლიშვილმა.

იხილეთ ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება