სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

როგორ გაუმკლავდეთ შვილის ცუდ ნიშნებს? - 5 რჩევა მშობლებს
06-02-2022
-
+


ალბათ, ყველა მშობლისთვის სკოლაში შვილის მიერ მიღებული ცუდი ნიშნები კოშმარული სიზმრის ტოლფასია. ყველას უნდა მისმა შვილმა მხოლოდ საუკეთესო შეფასებები მიიღოს და მისი ნიშნებით იამაყოს, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

etaloni.ge წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას იმისთვის, რომ შვილის ცუდ შეფასებებს ნაკლებ მტკივნეულად შეხვდეთ და გამოსავალი მარტივად მონახოთ.

1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე

გახსოვდეთ, რომ ყვირილი და ნერვიულობა საქმეს ნამდვილად ვერ უშველის. შვილთან დაპირისპირებამ შესაძლოა, უფრო უარყოფითი შედეგი გამოიღოს. შვილისგან ცუდი ამბის შეტყობის შემდეგ, თუ ატყობთ რომ მდგომარეობიდან გამოდიხართ სჯობს წუთშესვენება აიღოთ და ჰაერზე გახვიდეთ. თქვენს მიერ გამომჟღავნებულმა ემოციებმა სავსებით შესაძლებელია მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს. სპეციალისტების თქმით, ასევე გადაჭარბებულია კარგ ნიშნებში მშობლების მიერ შეთავაზებული თანხა. შვილს უნდა აუხსნათ, რომ კარგი ნიშნები პირველ რიგში მისი მომავლისთვის არის კარგი.

2. გაარკვიეთ, რა მიზეზით იღებს ბავშვი ცუდი ნიშნებს

სჯობს, შვილთან საუბრით გაარკვიოთ თუ რა ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც მსგავს ცუდ შედეგებს იმსახურებს. იქნებ სკოლაში აქვს თანატოლებთან პრობლემა? ან დროს ვერ ანაწილებს სწორად? ბავშვთან საუბრის საშუალებით შესაძლებლობა გეძლევათ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პრობლემები აირიდოთ.

3. ესაუბრეთ მასწავლებლებს

რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, მასწავლებელთან სასაუბროდ დრო აუცილებლად გამონახეთ. ერთობლივად განიხილეთ თუ რა საგნებში აქვს ბავშვს ცუდი შედეგები, რის გამო და რა შეიძლება მოიმოქმედოთ სიტუაციის გამოსასწორებლად. გახსოვდეთ, რომ მასწავლებელზე უკეთ კლასში არსებულ მდგომარეობაზე ვერავინ გეტყვით, თქვენი შვილის მეგობრის მშობელიც კი. სკოლასთან კონტაქტი და თანამშრომლობა თქვეთნვის აუცილებელია.    

​4. შვილს შესთავაზეთ დახმარება და არა დასჯა

ხელი შეუწყეთ თქვენს შვილს, რომ თავდაჯერება მოემატოს. იქნებ პრობლემა მის ცუდ სწავლაში კი არა საკუთარ თავის რწმენის არქონაშია?! მიეცით ბავშვებს მეტი მოტივაცია, ხშირად შეაქეთ და უთხარით რომ მისი ცუდი ნიშნების მიუხედავად თქვენ იგი მაინც ძალიან გიყვართ.   

5. დაგეგმეთ მომავალი წარმატება

იმისთვის, რომ ბავშვს სწავლის სურვილი გაუჩნდეს მისთვის სასწავლო კუთხე აუცილებლად უნდა გამოყოთ. ბავშვს არაკომფორტულ გარემოში დამატებითი მიზეზი უჩნდება იმისთვის, რომ არ ისწავლოს. დაუგეგმეთ მომავალი წარმატება ჩამოყალიბებული დღის განრიგით. ხშირად ესაუბრეთ, თუ რამდენი რამის მიღწევა შეეძლება მომავალში თუ ის სკოლაში კარგად ისწავლის. მოუყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება