სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“ ჩართვის ისტორიას იხსენებს
21-02-2018
-
+


„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები რამდენიმე წელია აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში ,,ეტალონი“, რომელიც დაიწყო ჟურნალში ,,რეიტინგი“ კითხვარების შევსებიდან დღემდე.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები რამდენჯერმე მე-3 ეტაპშიც გასულან. მართალია, „ეტალონის“ ღირსეული დროშა ვერ მოვიპოვეთ, რადგან ჩვენი გამარჯვება წამებმა გადაწყვიტა. ძალიან მოგვწონს ეს ჩემპიონატი და 2017-2018 სასწავლო წელსაც აქტიურად ჩავერთეთ ამ მეტად საჭირო, სააზროვნო, გონებრივ, ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო ჩემპიონატში.

მეცადინეობისას ძალიან გვეხმარებოდა წიგნი ,,ეტალონი“, რომელშიც თავმოყრილია ამ შეჯიბრების წლების მანძილზე გამოყენებული კითხვა-პასუხები. მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით შეუდგნენ კითხვა-პასუხების გაცემას.  ეტალონში მონაწილეობა მიიღო VIII-XI კლასის მოსწავლეებმა, მათ შორის ყველაზე მაღალი ქულა მიიღო მე-11კლასის მოსწავლე მედეა როყვამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნახევარ ფინალში. გვიხარია, რომ ასეთი პოპულარული და დიდი ცოდნის შემძენი ჩემპიონატი საქართველოში დაიბადა და წლების მანძილზე მყარად მოიკიდა ფეხი.

აქვე გვინდა მოგილოცოთ, რომ 2017-2018 სასწავლო წელი გამოცხადდა , საქართველოსა და ლიტვის მეგობრობის წლად, რაც იმის დასაწყისია,რომ საერთაშორისო სარბიელზე წარმატებული ნაბიჯებით წარსდგებით. გისურვებთ ბევრი მეგობარი სახელმწიფოს შეძენას და ,,ეტალონი“-ს დროშის აფრიალებას ბევრ ქვეყანაში.“

ავტორი:  პედაგოგი, ნინო წაქაძე 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება