სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის ხელფასი უნდა გაიზარდოს“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
21-02-2018
-
+


„სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს,“ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პედაგოგები მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

„წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. ყველას აქვს შანსი, გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ხელფასების მატება შეეხო წამყვან და მენტორ მასწავლებლებს. გვინდა, წავახალისოთ მასწავლებელი, რომ გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, აიმაღლოს კვალიფიკაცია. შესაბამისად, მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. ზოგადად მასწავლებლების ანაზღაურების საკითხი საკმაოდ სერიოზული თემაა. ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი. ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში. ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს, ამაში ცალსახად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. რაც შეეხება ტექნიკურ პერსონალს, საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვთ და საკმაოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის – პედაგოგის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება