სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა მოფინაძემ ნახატების კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა
30-12-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლანა მოფინაძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის გამართულ ნახატების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა და მეორე ადგილიც მოიპოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის ნახატების ეროვნული კონკურსი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ნახატების ეროვნული კონკურსი, რომელიც სამეცნიერო თემატიკას მიეძღვნა. კონკურსის მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია და მოზარდების ამ სფეროთი დაინტერესება წარმოადგენდა. გამოვლენილი გამარჯვებული ნაშრომები პოსტერების სახით დაიბეჭდა და გორის უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინა, სადაც შედგა გამოფენა - დაჯილდოებაც.​ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ლანა მოფინაძემ მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსში და მეორე ადგილი მოიპოვა. გადაეცა ფულადი ჯილდო, სიგელი და სხვა ფასიანი საჩუქრები. სკოლის დირექცია ულოცავს ლანა მოფინაძეს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება