| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრაქტიკოსების ნაწილი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში უფროსის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. ეს ცვლილება დაახლოებით 700 პედაგოგს შეეხება და შესაბამისად ისინი ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან, როდის აესახებათ შესაბამისი სტატუსი ბაზაში.
ამ საკითხის გასარკვევად Etaloni.ge ჯერ „ემისს“ და შემდეგ მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გვიპასუხეს, რომ ელოდებიან მასწავლებლის სახლის მიმართვას და როგორც კი მონაცემებს მიაწვდიან, რამდენიმე დღეში ყოფილ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი ბაზაში აესახებათ.
„მასწავლებლის სახლში“ კი განმარტეს, რომ ჯერ შესაბამისი ბრძანებაც კი არ არსებობს, შესაბამისად არ აქვთ ინფორმაცია, როდის მიიღებენ ეს პედაგოგები უფროსის სტატუსს.
არადა, ახალი წელს კარსაა მომდგარი და პროცედურულად, თუ პედაგოგების სტატუსის ცვლილება 10 იანვრამდე ვერ მოესწრება, შესაძლოა ისინი იანვარში სტატუსის დანამატის გარეშეც დარჩნენ; მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-დან 10 იანვრამდე მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებია გამოცხადებული, საეჭვოა, დარჩენილ 3 სამუშაო დღეში ყველა ბიუროკრატიული ნიუანსი ისე მოგვარდეს, პედაგოგებმა ხელფასთან ერთად, იანვარში სტატუსის დანამატის მიღებაც შეძლონ.
იხილეთ: განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში
განათლების მინისტრის გადაწყვეტილება 700-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს შეეხება
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ