სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტუდენტებს სანქციები დაეკისრებათ - პრემიერის ბრძანება ძალაშია
29-12-2021
-
+


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ცვლილება შევიდა განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ დადგენილებაში, რომლის თანახმადაც იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდებიან სანქციები დაეკისრებათ.

„გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

აქვე აღნიშნულია, ის გარემოება და ვადები, როცა საქართველოში დაბრუნების თარიღზე ვადაგადაცილება საპატიოდ ჩაითვლება.

„გრანტის მიმღების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დადგენილებით ასევ განისაზღვრა, რომ ცენტრმა უნდა ითანამშრომლოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება