სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექიმები საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთვებიან - დგებუაძე
29-12-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, პროგრამის მასშტაბების გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ექიმის არსებობა სავალდებულო გახდება. მისი თქმით, ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები. 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებმა. შემაჯამებელი შეხვედრის დასასრულს საპილოტე პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებსა და ექიმებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება 6 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები კონკრეტული კლასებისთვის. აღნიშნული სასწავლო გეგმები, სხვადასხვა აქტივობების შემუშავებასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესში საკითხავი მასალების, რესურსებისა და შესაბამისი გზამკვლევის გამოყენებას ითვალისწინებდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება