სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
24-12-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „ერთი დღე ბიბლიოთეკაში“, ფარგლებში მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 

აღნიშნული პროექტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპს და საახალწლო ნაძვის ხეც მორთეს. 

სკოლა გულთბილი დახვედრისათვის ბიბლიოთეკის დირექტორს ბელა საღინაძეს და ყველა თანამშრომელს მადლობას უხდის.

„პროექტის მიზანი იყო ბიბლიოთეკის სამუშაო სივრცის გაცნობა, კატალოგებზე მუშაობის შესწავლა და მომავალში, კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურით მოზარდების მეტად დაინტერესება.
ბიბლიოთეკამ მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი აქტივობებით გვიმასპინძლა.
მოსწავლეებმა ჟრიამულით მორთეს ბიბლიოთეკის ნაძვის ხე. გამართეს მინი-პოეზიის საღამო და დაწერეს სამახსოვრო სურვილები.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საახალწლილო საჩუქრებით დაასაჩუქრეს სკოლა და თითოეული აღსაზრდელი.
მადლობა ბიბლიოთეკის დირექტორს ქალბატონ ბელა საღინაძეს და ყველა თანამშრომელს გულთბილად დახვედრისთვის. მართლაც, მხიარული და საინტერესო დღე გამოვიდა თქვენი წყალობით.
ჩვენი სკოლა მზადაა მომავალი თანამშრომლობისა და მრავალი აქტივობისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება