სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თაბაგრების საჯარო სკოლაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით საინტერესო სასკოლო პროექტი ხორციელდება
16-12-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, სასკოლო პროექტზე მუშაობს.

პროექტში მთლიანად სასკოლო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. პროექტი დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, რომლებიც ძირითადად სასკოლო საზოგადოებასა და თემში კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების წინაშე საკუთარი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეუწყობს ხელს. 

ამ მიზნით სკოლის დირექტორმა, პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და გეოგრაფიის მასწავლებელმა,  თინათინ ბაძგარაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს. მოსწავლეებმა სოფელ თაბაგრებში მდებარე ე.წ. „საქაჯიკარის მღვიმე“ დალაშქრეს. 

„აღნიშნული მღვიმე კარსტული წარმოშობითა და გეოგრაფიული მდებარეობით ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. დაინტერესება გამოიწვია მღვიმეში არსებულმა წყალმა, რომელიც ადგილობრივი მკვიდრის საუბრიდან გამომდინარე სამკურნალო დანიშნულებისაა და მასზედ წლების უკან მოთხოვნა დიდი იყო. ამჟამად, მღვიმე მიტოვებულია. მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ დაასუფთავებენ მღვიმის მიმდებარე ტერიტორიას, დაამზადებენ ბანერებსა და ბუკლეტებს, რომ ყველას მიაწვდინონ ხმა ასეთი საინტერესო ტურისტული ადგილის უკეთ გასაცნობად“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება