სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას იგებს განათლების სისტემა და მოსწავლე, როცა მთავრობა გამოცდაზე 1 კრედიტმიღებულ მასწავლებელს სკოლაში ტოვებს?!
11-12-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც პრაქტიკოსების ნაწილის სისტემაში დატოვებასა და მათთვის უფროსისი სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა საგანმანათლებლო სფეროში. რას იგებს განათლების სისტემა და მოსწავლეები სკოლებში იმ პედაგოგების დატოვებით რომლებსაც გამოცდაზე 1 კრედიტის მეტი ვერ მოიპოვეს? - ამ კითხვას განათლების სფეროს სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სვამს.

სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას, etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ერთი კითხვა მაქვს:

1. რას იგებს განათლების სისტემა, მოსწავლეები, როდესაც მთავრობა სისტემაში ტოვებს ადამიანს, რომელმაც მასწავლებლის გამოცდაზე მოაგროვა 1 კრედიტი (1 კრედიტი დაუკვირდით, მინიმუმის მინიმუმი) და ასევე ტოვებს მას, ვინც მოაგროვა 10 კრედიტი?

2. მასწავლებელს საგნის ცოდნა და საგნის სწავლების მეთოდების ცოდნა მოეთხოვება თუ არ მოეთხოვება?

ამ ჯერზე ამ გადაწყვეტილებაზე სამინისტროსთან ერთად პასუხისმგებლები არიან:

-საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი;
-საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი;
-სხვადასხვა პროფესიული ჯგუფი (ეს არ ვიცი ვინ არიან).

ძველ გადაწყვეტილებებსაც ჰყავს გმირები ცხადია. ისინიც გვახსოვს, ესენიც დავიმახსოვროთ. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

იმედია, სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებებისა და განათლების კომიტეტის წევრთა შვილებს 1 კრედიტიანი მასწავლებლები ასწავლიან, რომელიმე სკოლაში ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, მათემატიკას, ისტორიას და ა.შ.. აბა, სხვანაირად როგორ? - იციან, რომ კარგია 1 კრედიტიანი მასწავლებელი, მე არ ვიცი. 

იხილეთ: „ვინც გამოცდებს პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, სულელები ვყოფილვართ“ - პრაქტიკოსებისთვის ნაჩუქარ სტატუსს უფროსი მასწავლებლების აღელვება მოჰყვა

განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსი მიანიჭა და სკოლაში დატოვა - ცვლილება სქემაში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება