სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩახუტება გულში“ - ვარდისუბნის სკოლის მოსწავლეებმა სიყვარულის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-02-2018
-
+


სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები , დამრიგებელი, ელიზა კვინიკაძე უკვე რამოდენიმე თვეა ახორციელებენ  eTwinning – პორტალზე პროექტს ,,We discover European traditions and customs“ რომლის ავტორი არის რუმინელი პედაგოგი  - Camelia Guzu (Founder) და თანადამფუძნებელი სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე.

პროექტის თითოეული მონაწილე ქვეყანა აღვწერთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, გამოხვატავთ  ღირსშესანიშნავი დღეების და დღესასწაულების, ქართული ტრადიციების  პატივისცემას .მოხდება გამოცდილების გაზიარება, კვლევა და საკუთარი ტრადიციების და ჩვევების აღმოჩენა, ICT ცოდნის გამოყენება და უცხო ენების გამოყენება სკოლებთან თანამშრომლობის გზით.

პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლე  უკეთ გაეცნობა თავისი ქვეყნის ტრადიციებსა და ღირშესანიშნავ დღეებს, ასევე პროექტში მონაწილე ქვეყნების ტრადიციებსა და დღესასწაულებს.პროექტს ძალიან საინტერესო საქმიანობის და რეალიზაციის გზა აქვს, გაწერილია თვეების მიხედვით და ეტაპობრივად ვახორციელებთ ამ აქტივობებს. 14 თებერვალს განვახორციელეთ მორიგი აქტივობა ვალენტინობის დღისადმი სახელწოდებით ,,ჩახუტება გულში“, რომელიც მთელი თემისა და სკოლის ტერიტორიაზე განხორციელდა.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და სკოლში დაარიგეს ,,სიყვარულის ნიშნად“ წითელი  ბარათები  და ასევე წარმოადგინეს ,,სიყვარულის თემაზე“ საკუთარი ნამუშევრების,   ნახატების გამოფენა . პროექტის გეგმა ითვალისწინებდა  შერჩეულიყო რამოდენიმე ნახატი და მინიჭებოდა 1,2,3 ადგილი, მაგრამ გამოფენის დათვალიერების პროცესში , წარმოუდგენელი იყო გამორჩეულიყო  რომელი კარგი და უკეთესი ნახატი იყო... ამიტომ შეფასების კომისიამ ყველა მონაწილე გამარჯვებულად დაასახელა და გადაეცემათ შესაბამისი სიგელი .

აქტივობის  დასასრულს, 14 თებერვალი ვალენტინობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ჩახუტება გულში“ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მონაწილე და დამსწრე საზოგადოებისათვის.მადლობას ვუხდი სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს,  დამრიგებელს ქალბატონ ელიზა კვინიკაძეს, სსსმ მასწავლებელს ქალბატონ მადონა კაპანაძეს და ადმინისტრაციას თანადგომისათვის.

ავტორი: ვარდისუბნის საჯარო სკოლა, ხათუნა ასანიძე

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„ვუსურვებთ,  მისი პირველი ნერგივით ლამაზი, მწვანე და ნაყოფიერი იყოს სკოლაში გატარებული თითოეული წელი!“

„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება