სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N32 საჯარო სკოლაში 13 ქვეყნის დროშა აფრიალდა
15-02-2018
-
+


დღეს თბილისის N32 საჯარო სკოლაში „თანასწორობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 13 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა: მოეწყო თემატური გამოფენა, რომელშიც სკოლის 7 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე მონაწილეობდა, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო პოეზიის საღამო და სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაციული პრეზენტაციები.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ხოფერია ესწრებოდა, რომელმაც სკოლის აქტივობა და მიზნები დადებითად შეაფასა: „ნაძალადევის რაიონში 22 სკოლა გვაქვს და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობთ დავესწროთ მსგავსი სახის ღონისძიებებს, გავიცნოთ ჩვენი რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდობა და შემდეგ ჩვენს პროექტებში ჩავრთოთ. მისასალმებელია 32-ე საჯარო სკოლის აქტივობა და  მიზანი - სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლის ინტეგრაცია სკოლასა და მთელს ქვეყანაში“.

მოსწავლეები და მშობლები მადლობას უხდიან სკოლას სოციალური პროექტისთვის, სხვა ერების წინაშე პატივისცემის გამოხატვისა და ერთიანობა - თანასწორობისთვის.

თავად სკოლის დირექტორი ნინო კაშია კი მოსწავლეებისა და მშობლების მადლობელია და კიდევ მრავალ მსგავს პროექტს უსურვებს სკოლას:

„უდიდესი სტიმული მომცა ლიდერობის აკადემიის მეექვსე მოდულმა - ეს არის თანასწორობა, რომლის ტრენერიც ვარ და იმპულსი ჩემი მეხუთეკლასელი მოსწავლის წარწერამ გამოიწვია ინგლისურ ენაზე, რომელიც სკოლის კედლებზე დამხვდა და შემდეგი შინაარსისაა:„როდესაც შემობრძანდებით ამ ულამაზეს სკოლაში, ჩათვალეთ ამ ოჯახის შეუცვლელ წევრად თავი“ბავშვებთან და მშობლებთან ერთობლივი მუშაობით „თანასწორობის კვირეული“ დაიგეგმა და ღონისძიება ნამდვილად შედგა. სკოლის კედლებში ყველანი თანასწორები ვართ, ბავშვი ლაღ და თავისუფალ გარემოში უნდა იზრდებოდეს. მოსწავლე უნდა მოეფეროს საკუთარ ფესვებს და უყვარდეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ.“

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება