სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ დისტანციური გაკვეთილებისთვის განკუთვნილ ხელფასს?
12-12-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პედაგოგებს დისტანციური გაკვეთილები სრულად უნაზღაურდებათ, თუმცა იღებენ კი მასწავლებლები ხელფასს სრულად?

მას შემდეგ, რაც ჰიბრიდული სწავლება დაინერგა, პედაგოგები გაკვეთილებს ორმაგად ატარებენ - კლასში და სახლში. მოსწავლეებს დისტანციურ და დასწრებულ სწავლებას შორის არჩევანის უფლება აქვთ, რის გამოც ყოველკვირეულად კლასში დამსწრე მოსწავლეთა რიცხვი იცვლება.

ჰიბრიდული სწავლების მოდელიდან გამომდინარე მასწავლებელმა ყველა დისტანციური გაკვეთილი უნდა ჩაატაროს, თუნდაც „თიმსში“ ერთი ბავშვი ესწრებოდეს. სკოლიდან დაბრუნებული მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილის ჩატარებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან, მაგრამ რა ხდება თუ მოსწავლე დისტანციურ გაკვეთილს არ ესწრება?

თუ მოსწავლემ (ან მოსწავლეებმა) ონლაინ გაკვეთილი გააცდინა, პედაგოგს ხელფასიდან თანხა ჩამოეჭრება. თვის განმავლობაში რამდენჯერაც დისტანციური გაკვეთილი გაცდება, ყველა სათითაოდ დაანგარიშდება და მასწავლებელი იმაზე ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს, ვიდრე თავად ვარაუდობდა. აქედან გამომდინარე, პედაგოგები ითხოვენ, რომ ონლაინ გაკვეთილების თანხა მოსწავლეთა დასწრება/არ დასწრებაზე არ იყოს მიბმული და გაკვეთილის გამო, რომელიც მასწავლებლის მიზეზით არ ცდება, ხელფასი არ ჩამოეჭრათ.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებელი თითოეულ დისტანციურ გაკვეთილში ხელზე 5 ლარსა და 60 თეთრს იღებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება