სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კლასის მორთვის მარტივი მეთოდები პედაგოგებისთვის 
10-12-2021
-
+


ფიქრობთ თქვენს მოსწავლეებს როგორ გაულამაზოთ საკლასო ოთახი და შეუქმნათ საახალწლო განწყობა? გჭირდებათ დეკორაციისთვის იდეები? ამაში etaloni.ge დაგეხმარებათ.

კარგი განწყობა მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. ასე რომ, მოდით, შევუქმნათ მათ სადღესასწაულო გარემო.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ იდეას, თუ როგორ შეიძლება მორთოთ საკლასო ოთახები საახალწლოდ.

დაამაგრეთ ფანჯრებზე საახალწლო დეკორაცია. პროცესში მოსწავლეებიც ჩართეთ და მათი შრომის შედეგი დაანახეთ.



საკლასო ოთახის კარზე მოსწავლეების ფოტოებისგან ნაძვის ხე ააწყვეთ. კლასში შესვლისას ისინი ყოველ დღე თავიანთ ფოტოებს დაინახავენ, რაც მათ განწყობაზე მნიშვნელოვნად აისახება.



დაამზადეთ ქაღალდის გირლიანდები. ამ პროცესში მოსწავლეებიც ჩართეთ. ასე მათ შემოქმედებით უნარებაც გაუუმჯობესებთ და სადღესასწაულო განწყობასაც შეუქმნით. 



შეგიძლიათ, დაფაზე ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი საშობაო ირმები დაამაგროთ. აუცილებლად დაიხმარეთ მოსწავლეებიც, მათთვის მნიშვნელოვანია თავიანთი ხელით შექმნილ ნივთებს ხედავდნენ.



საკლაო ოთახის კარზე ფერადი ქაღალდისგან დამზადებული ნაძვის ხე განათავსეთ. 



შეგიძლიათ, კლასის კარი სანტას სახელოსნოს კარს დაამსგავსოთ და მოსწავლეებს სასწაულების რწმენა აჩუქოთ.



რვეულებისა და წიგნებისგან უმარტივესი ნაძვის ხეების დამზადება შეგიძლიათ. ასწავლეთ თქვენს მოსწავლეებსაც, რათა ეს მეთოდი სახლშიც გამოიყენონ და გარემო გაიმრავალფეროვნონ.



სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნების ნაძვის ხე ააწყვეთ.



ფერადი ფურცლები ძალიან ბევრი იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამის მაგალითი ეს ნაძვის ხეები არინ.



ისინი საკლასო ოთახს გაალამაზებენ და წინასაახალწლო განწყობას უფრო მეტად გაზრდიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება