სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

„10 წელზე მეტია მე-12 კლასი არსებობს და რას გვიკეთებს? ხელს ვუწყობთ ვიღაცების მშვიდად გამდიდრებას ჩვენი შვილების ხარჯზე“
05-12-2021
-
+


განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული და დაუსრულებელი რეფორმები საზოგადოების კრიტიკის საგანი არერთხელ გამხდარა. გთავაზობთ სოციალურ ქსელში მშობლის, სოფო რაპავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც განათლების სამინისტროს მიერ დასურულებელ რეფორმებზე საუბრობს...

„ვინც მიცნობს მასწავლებელი, მშობელი თუ ბავშვი, იცის, როგორი აქტიური მშობელი ვარ. ვცდილობ, 20-ის პასიურობა ერთმა გავანეიტრალო; მოკლედ რა მინდა ვთქვა... ვიცი, სკოლის ადმინისტრაციის და მასწავლებლების ვალდებულება და მადლობელი ვარ ამ ვალდებულებების პირნათლად შესრულებისთვის და იმის იქეთ, კეთილი ნებით რაზეც დახარჯულან... ვიცი ჩემი და ჩემი შვილის უფლებები, რომელიც არასდროს ინტრიგნულად არ გამომიყენებია... მაგრამ აი, ორმა შვილმა დაამთავრა სკოლა და წლების მანძილზე ვერ ამოვხსენი, განათლების სამინისტროს რისი მიღწევა უნდა.

1. წლიდან წლამდე სახელმძღვანელოები რამდენიმეჯერ შეიცვალა და წინას არაფრით ჯობნის მომდევნო. რომ არა, მასწავლებლის (დაწყებითის) ენთუზიაზმი, კეთილი ნება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინ, ჩემს შვილს (კონკრეტულად ნიკას) 4 წლის მანძილზე მშობლიურ ლიტერატურაში არაფერი არ ექნებოდა შესწავლილი სახელმძღვანელოს იმედად... დალოცოს ღმერთმა, ლია მასწავლებელი, რომელიც აქსეროქსებდა ნაწარმოებებს და აწერინებდა წაკითხულის შინაარსებს (რომელიც სკოლადამთავრებულების პრობლემააა)... და ამაზე სამინისტრო მეუბნება კი მასე უნდა ქნას მასწავლებელმა, მწვანე აქვს ანთებული სხვა წიგნების გამოყენებაშიო, თუ წლის განმავლობაში მასწავლებელი საპროგრამოზე მეტ ნაწარმოებს დააქსეროქსებს და ამით უნდა შეასწავლოს საგანი, სახელმძღვანელოს ბეჭდვაში ფულს რატომ ვიხდით?

იგივე ხდება მათემატიკაში, გრიფირებული წიგნით გამრავლების ტაბულა არ ეცოდინებოდა, რომ არა ისევ მასწავლებლის კეთილი ნება და არასაპროგრამო დამხმარე წიგნის მოშველიება!

2. მესმის, მე-12 კლასი ევროპული სტანდარტებია და უნდა იყოს, მაგრამ მარტო მისი თეორიულად არსებობაა ეგ სტანდარტი? კარგით, 2-3 წელი ვერ მოხერხდეს სიახლის გამართვა, მაგრამ 10 წელზე მეტია მე-12 კლასი არსებობს და რას გვიკეთებს? ექსტერნი რომ არ გამოყვეს მოსწავლეს იმის გამო დადის მთელი წელი სკოლაში ამის პარალელურად იყვლიფება და ვალებში ვარდება ოჯახი შვილმა რომ ეროვნულები ჩააბაროს. არ შეიძლება დაჯდეთ თქვენ, ეიი რეფორმატორებო და, მე-12 კლასი ცოტათი მიახლოებული მაინც გახადოთ ეროვნულების მოთხოვნებთან? არ შეიძლება ახალ ახალი სიახლის დანერგვას ძველი შეცდომით დანერგილი გამოასწოროთ?

3. მივესალმები სიახლეებს და ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია განათლების სისტემისთვის, მაგრამ მე როგორც რიგითი მშობელი, რომელიც დაინტერესებულია და ჩართულია შვილის განათლების მიღებაში, ამდენწლიანი მშობლის გამოცდილებიდან ვერ ვხედავ ვერცერთ რეფორმას, რომელმაც კარგი შედეგი დადო! ბოლო სიახლემ, რომელსაც კომპლექსური ჰქვია მოთმინების ფიალა გადაავსო (არა მარტო ჩემი). 3-ჯერ ვესწრებოდი რეფორმის ავტორების შეხვედრას "ზუმში" (მეგი კავთუაშვილის დაორგანიზებულს) ვიფიქრე, გამივლის გაბრაზებამეთქი და პირიქით, მომემატა.

2-2 საათიანი შეხვედრებიდან დავასკვენი:

ა) რეფორმამ თუ არ გაამართლა, თურმე მასწავლებელია დამნაშავე, თორემ ამ კომპლექსურებით განათლების სისტემაში არსებული ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს! (მასწავლებელი შარშია)

ბ) როგორც 2×2=4! ისე ვარ დარწმუნებული ეს რეფორმაც ჩაფლავდება და დაზარალდება ჩემი შვილისნაირები და ჩემმნაირების ნერვები!

გ) რეფორმის ავტორები კი ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას და ჩაუსხდებიან, რომ რომელიმე ქვეყნიდან გადმოაქართულონ მორიგი ვაი, რომ დაამატონ ამდენ უის!

დ) თუ მასწავლებლები ხმას არ ამოიღებენ და ცხვრებივით დაემორჩილებიან თავიანთ დამქირავებელს (სამინისტროს) თაობების დადებილებაში მიიღებენ შეგნებულად მონაწილეობას.

ე)თუ მშობლები ხმას არ ამოვიღებთ და მივყვებით დინებას რეფორმიდან-რეფორმამდე იმის იმედად რომ მოვამზადებთ რეპეტიტორებთან და უსწავლელს არ დავტოვებთ, ხელს ვუწყობთ ვიღაცეების მშვიდად გამდიდრებას ჩვენი შვილების ხარჯზე (სამინისტროზე მაქვს საუბარი)

მინდოდა მოკლედ, მაგრამ არ გამომივიდა, თან ბოლომდე მაინც ვერ ვთქვი სათქმელი!“


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება