სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფილმი - „წიგნის ქურდი“ განიხილეს
30-11-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები და დირექცია, ბავშვებს არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობებს სთავაზობენ და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, VIბ და VIIგ კლასების ხელმძღვანელების: ნინო ბანცაძისა და შორენა დანელიას ინიციატივით, ამავე კლასების მოსწავლეებთან შეთანხმებით, მონაწილეობით და აქტიური ჩართულობით დაიგეგმა ერთობლივი საკლასო ღონისძიება - კინო-ფილმის ნახვა, გარჩევა და დისკუსია.

„მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით შეარჩიეს და ნახეს მხატვრული ფილმი -  „წიგნის ქურდი“, რომელიც შექმნილია მარკუს ზუზაკის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. არჩევანი მოცემულ ნაწარმოებზე მრავალი მიზეზით გაკეთდა - ის ეხება უახლოესი ისტორიის ურთულეს პერიოდს, სისხლი, ომი, დაუნდობლობა, ჩაგვრა, ახლობლების დაკარგვით გამოწვეული სევდა, სიცოცხლეზე გამარჯვებული სიკვდილი, ჭიდილი ადამიანის შემწყნარებლობასა და გულქვაობას შორის; რაც მთავარია, ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს გაუძლიერდეთ ინტერესი წაიკითხონ წიგნიც. ნაწარმოების მთავარი გმირი 9 წლის გოგონაა, რომელიც მკაცრი და სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. 2013 წელს გამოვიდა ბრაიან პერსივალის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ისევე პოპულარული გახდა, როგორც წიგნი. 2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართა დასკვნითი აქტივობა: ნაწარმოების განხილვა, მიღებული შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება და დისკუსია. მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგი კითხვების მიხედვით: მოგხიბლათ თუ არა წიგნის/ფილმის სათაურმა? დაახასიათეთ ლიზელი! რა არის, რაშია მისი ტრაგედია? მისი ინტერესები! როგორ უმკლავდება ლიზელი პრობლემებს, დაკარგა მამა, დედა, ძმა, იგი შეშინებული და გზააბნეულია? რა გამოარჩევს ლიზელს სხვებისგან? თქვენი აზრით, არის ლიზელი ქურდი? რატომ? სიტყვის ძალა, წიგნის ძალა იგრძნო ლიზელმა. სიტყვა ქმნის ბოროტებას თუ სიტყვა ქმნის სიკეთეს? ჩამოთვალეთ ნაწარმოების/ფილმის პერსონაჟები, თქვენი აზრით, ვინ არის ამბის მთხრობელი? ანუ ნაწარმოების უხილავი პერსონაჟი? რა არის ფილმის მთავარი სათქმელი? ამბობენ, სიყვარული და მეგობრობა რჩეულთა ხვედრია, აქ ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს თუ ერთმანეთზე ზრუნავენ, დაასახელეთ შესაბამისი ეპიზოდი ფილმიდან! ნაწარმოებში რომელი უფრო მეტია, სისასტიკე თუ სიყვარული? - „ომია ჩემი მბრძანებელი“, ამბობს სიკვდილი, რომ არა ომი, მე არ წავიყვანდი ადამიანებს, ადამიანები აჩანაგებენ ბუნებას, სიცოცხლეს, და მაინც, რომელია უფრო სამართლიანი, სიკვდილი თუ ადამიანები?მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეავსეს კითხვარი-ანკეტა, სადაც გამოხატეს საკუთარი შთაბეჭდილებები. კითხვაზე - როგორ სამყაროში იცხოვრებდი, როგორია შენი საოცნებო სამყარო, მოსწავლეებმა ასეთი გზავნილები დააფიქსირეს - „ჩემთვის საოცნებო სამყარო არის ის, სადაც სისასტიკეზე მეტი სიყვარული და ბედნიერებაა, მინდა ვიცხოვრო სამყაროში, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია, სამყარო, სადაც არ არის სიძულვილი, სამყარო, სადაც არ არის გაჭირვება, სადაც ერთმანეთისგან გარჩევა და დაჩაგვრა არ ხდება, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთი უყვართ, სადაც სამართლიანობა, სიკეთე და სიყვარულია, სადაც თავისუფლება და მშვიდობაა, სადაც არ არის სისასტიკე, სამყარო, რომელიც სიყვარულით იქნება სავსე!“ დიახ, იყო ემოციები, ღიმილი, ცრემლი, სევდა, სწორად დანახული და გაგებული პრობლემები - „წიგნის ქურდის“ ისტორია ემოციური აღმოჩნდა ბავშვებისათვის. მათ გაიგეს, რომ ზოგჯერ არის დრო, როცა სიკეთე სიცოცხლეზე მაღლა დგას, სწორედ ის აფერადებს ბნელ და რთულ დღეებსაც კი, ბავშვები დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ცვლის ადამიანს წიგნების კითხვა, რომ ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას, მერე ამ ძალის მატარებელი თვითონაც ხდები, სწავლობ აზროვნებას და სწავლობ როგორ გახდე უკეთესი ნაწარმოების პერსონაჟივით“, - წერს პედაგოგი შორენა დანელია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება