სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ფილმის - „ნახვამდის, ბავშვებო!“ ირგვლივ საინტერესო დისკუსია გაიმართა
30-11-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, სადაც ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად სკოლას მეტად საინტერესო სტუმრები ეწვივნენ, რომლებმაც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სადისკუსიოდ ფილმი - „ნახვამდის, ბავშვებო!“ შესთავაზეს.

„2021 წლის 11 ნოემბერს ჩვენი სკოლის სტუმრების: ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლის ბატონი ზაზა ბიბილაშვილისა და ქალბატონ ნინო კალანდაძის, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, ბატონ დავით ნატროშვილის მიერ, მე-10 და მე-11 კლასელებისათვის სადისკუსიოდ შემოთავაზებული იყო ფილმი - „ნახვამდის, ბავშვებო!". ფილმი საინტერესო და ღრმად დასაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მასში წამოჭრილია ბევრი აქტუალური პრობლემა და საკითხი, რომელთა ირგვლივ წარიმართა საინტერესო დისკუსია. ჭავჭავაძის ცენტრის მიერ განხორციელებული ასეთი აქტივობები და თანამშრომლობა სკოლებთან ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება