სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში - „ჩვენ ვირჩევთ ადამიანს“, მონაწილეობდნენ
29-11-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობისა და დისტრიმინაციის ფორმების შესახებ გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენცია, რომლის სახელწოდებაც იყო - „ჩვენ ვირჩევთ ადამიანს“, ონლაინ გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა აღნიშნული თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, მოამზადეს პრეზენტაცია, პლაკატები და ვიდეორგოლები. 

აღნიშნული კონფერენცია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით გაიმართა და მისი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანა ურუშაძე იყო.

„ჩვენ ვირჩევთ ადამიანს!“ - ამ სახელწოდებით მოეწყო ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ჩვენი ყოჩაღი და გონიერი მეშვიდე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მომხსენებლებმა თავიანთი საინტერესო პრეზენტაციები, ვიდეორგოლები, ანიმაციური ფილმები და პლაკატები წარმოადგინეს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიც არის ტოლერანტობა, დისკრიმინაციის გავრცელებული ფორმები: ეიჯიზმი, რასიზმი. მონაწილეებმა გაგვაგონებს ფემიციდის მსხვერპლი ქალების ხმები და ემოციური ისტორიები გაგვიზიარებს. ჩვენმა ყოჩაღმა მოსწავლეებმა მთავარი შეტყობინება გაგვიზიარეს - ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია! ჩვენ ვირჩევთ ადამიანს! მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ თავად მოგექცნენ!
ღონისძიება ჩატარდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სასკოლო პროექტის მიხედვით, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებები. ონლაინ კონფერენცია საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით მოეწყო, აქტივობას ხელმძღვანელობა გაუწია სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ანა ურუშაძემ.
სხვადასხვა კათედრა პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებების შესახებ გეგმავს საინტერესო პროექტებს, ღირებულ აქტივობებს, რომელთა მთავარი მიზანი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერაა“,- წერს სკოლა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება