სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლის გუნდი - „ნერგები“ გარემოსდაცვით კონკურსში ჩაერთო
29-11-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის გუნდი - „ნერგები“ კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“ ჩაერთო. 

გუნდის წევრებმა ახლადმოწყობილი სპორტული მოედნის გასწვრივ პირველი ნერგები უკვე დარგეს. 

„ლახამულის საჯარო სკოლის გუნდი - „ნერგები“ ხალისით, ინტერესითა და გამარჯვების იმედით ჩაერთო კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“.

კონკურსი ორგანიზაციამ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გამოაცხადა. გუნდმა აირჩია ნომინაცია - „სკოლის მწვანე ეზო“, მათ გადაწყვიტეს ახლადმოწყობილი სპორტული მოედნის გასწვრივ დარგონ წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების მრავალწლიანი ნარგავები. გუნდის წევრებს სჯერათ, ისინი წლების შემდეგ იშრიალებენ, გაალამაზებენ სკოლის ეზოს. უკვე პირველი ნერგებიც ჩაირგო, პატარებმაც კი იციან, რომ ნერგებზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად უნდა აქციონ.

კონკურსს სკოლაში ხელმძღვანელობს ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო ფრუიძე, ის მესამე წელია ბავშვებს ბიოლოგიას ასწავლის და მათი საყვარელი მასწავლებელია. ნატო პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილეა. მისი გაკვეთილები ყოველთვის საინტერესო, ხალისიანი და ნაყოფიერია.

გუნდის გვერდითაა სპორტის მასწავლებელი მაცი ჭკადუა, მაცი ბავშვების საიმედო მეგობარია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება