სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეორე უცხო ენის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
13-02-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრომაციით, ორი უცხო ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება. ამის შესახებ უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ბოლო დღეებში, მედიით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი გახდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს.

შესაბამისად, სამინისტრო განმარტავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორი უცხოური ენის სწავლება მოსწავლეებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება -  ინგლისური ენა პირველი კლასიდან, ხოლო მეორე სავალდებულო უცხო ენას,  მოსწავლე მე-5 კლასიდან სკოლის მიერ შეთავაზებული ენებიდან თავად აირჩევს.

უფრო მეტიც, სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ, თავად მისცენ არჩევანის თავისუფლება და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ,“ -  აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე Etaloni.ge იანვარში წერდა. თემით დაინტერესების მიზეზი არაერთი პედაგოგისა და მშობლის წერილი გახლდათ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სამინისტრო მეორე უცხო ენის გაუქმებას გეგმავდა. თუმცა როგორც უწყებაში Etaloni.ge-ს განუცხადეს, ეს საკითხი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება