სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით აკადემიიდან გარიცხული მხატვარი - სალვადორ დალი
25-10-2016
-
+


სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი  — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი და სიურრეალიზმის წარმომადგენელი. 

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში.  

დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. 

დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიზმის შერწყმას ცდილობს. 
1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით.  

იმავე წელს, დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. 
საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ჰქმნის საკუთარ ნამუშევრებს.  

1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე იყო. 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო,1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 

1942 წელს იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". 
მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა. 

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება