სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ეწვია
12-02-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრე ტრუნკი ეწვია. საქართველოში მისი ვიზიტის მიზეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილეზე დასწრება იყო.

ალექსანდრე ტრუნკის სამეცნიერო ინტერესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლებრივი ასპექტების შესწავლა წარმოადგენს. შესაბამისად, ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ, ზურაბ ხონელიძეს ესტუმრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სამართლებრივი ასპექტები. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მხრივ რთული ვითარებაა და კონფლიქტი არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემა, ის გასცდა ქვეყნის ფარგლებს და მოხდა თემის ფორმალური ინტერნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს საერთაშორისო ჩართულობას. შესაბამისად, ის ორი ქვეყნის, ქართულ-რუსული ურთიერთობის ფორმატში ვერ გადაწყდება. ჩვენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების იმედი გვაქვს და საჭიროა ქართული მხარის ხედვა, თუ როგორ განიხილავს ის პერსპექტივას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქცია აღდგეს. ალექსანდრე ტრუნკის რეკომენდაციით, საქართველომ ოქროს შუალედი უნდა დაცვას და ერთი მიმართულებით არ უნდა გადაიხაროს.

სტუმარი უნივერსიტეტის განვითარების გეგმითაც დაინტერესდა. რექტორმა მას გააცნო კონფლიქტის დარეგულირების ხედვა ერთიანი რეგიონის კონტექსტში, რომელიც ახალი სამშვიდობო სივრცის შექმნას გულისხმობს.

ალექსანდრე ტრუნკმა უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ზურაბ ხონელიძეს საუნივერსიტეტო დიპლომატიის დანერგვაში მხარდაჭერასაც დაპირდა.

სამომავლოდ დაიგეგმა, რომ ალექსანდრე ტრუნკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების კოლეგებთან ერთად სალექციო კურსს წაიკითხავს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება