სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„მშობლების მხრიდან მხარდაჭერასა და ნდობას ვგრძნობთ“-ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი
17-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითი სახით მიმდინარეობს. სკოლა ყველანაირად მზადაა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და ჰიგიენური ნორმების დაცვით. ზაფხულში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და გასულ სასწავლო წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ეპიდვითარებას სრულად ვაკონტროლებთ და შესაბამისად, მშობლების მხრიდან მხარდაჭერასა და ნდობას ვგრძნობთ.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში მოვაწყვეთ დასუფთავების აქცია, რომელშიც ჩაერთო ყველა მასწავლებელი, მშობლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ მთლიანად დასუფთავდა სკოლის შენობა, ეზო და მიმდებარე ტერიტორია. მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლაზე. სექტემბერში ორმა პედაგოგმა აიმაღლა სტატუსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები. სამმა მასწავლებელმა პროფესიულ უნარებში გრძელვადიანი ტრენინგკურსი გაიარა და ელოდებიან სტატუსის ამაღლებას. სახელმწიფო ენის სწავლების სხვადასხვა დონის პროგრამა წარმატებით გაიარა რამდენიმე მასწავლებელმა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში მოაწყვეს შემოდგომის კუთხეები; წაიკითხეს ლექსები და იმღერეს სიმღერები.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?

- სასკოლო საზოგადოების აცრილთა პროცენტულობა ძალიან დაბალია, ჯერ მხოლოდ ორი მასწავლებელია აცრილი. ინფორმაციას ფლობენ და აცრის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება