სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აუცილებელია თუ არა, უფროსმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად, დამატებითი საქმიანობიდან ოთხივე მიმართულებით განახორციელოს აქტივობა?
09-02-2018
-
+


უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი სამი წლის განმავლობაში დააგროვოს 13 კრედიტქულა.

4 კრედიტქულა უფროსმა მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება – 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები დამატებით კრედიტქულებს აგროვებენ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც გამომდინარეობს როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარი, კოლეგების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებიდან. მათ კრედიტქულების დაგროვება ოთხი მიმართულებით შეუძლიათ:

1. პროფესიული განვითარება

2. სასწავლო პროცესის გაუმჯობესება

3. კლასგარეშე და სოციალური საქმიანობა

4. პროფესიული თანამშრომლობა

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში Etaloni.ge-ს განუცხადეს, ამ ოთხი მიმართულებიდან რომელს აირჩევს მასწავლებელი, შეზღუდული არ არის:


„უფროსი მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად დამატებითი აქტივობებიდან 9 კრედიტქულას აგროვებს. სულ ოთხი მიმართულებაა, რომელს აირჩევს მასწავლებელი, მას სრული თავისუფლება აქვს. სავალდებულო არ არის ოთხივე მიმართულებით ჰქონდეს აქტივობები შესრულებული, შეიძლება 1 ან 2 მიმართულებით ჰქონდეს აქტივობები განხორციელებული და ასე ჰქონდეს საჭირო კრედიტები დაგროვებული“ - აღნიშნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცხრილი N3

უფროსი და წამყვანი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების/აქტივბების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება













კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება